თბილისში, გლდანის ხიდებთან ავარია მოხდა. მანქანა განათების ბოძს დაეჯახა და ამობრუნდა. მანქანა იმდენად დაზიანებულია, რომ დეტალები რამდენიმე ათეულ მეტრზეა მიმოფანტული.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში მჯდომი ორივე მგზავრი გადარჩა. შსს-ს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო
წყარო