ამ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ურეკის დენდროლოგიური პარკისთვის 200-წლოვანი ტიტას შემდეგ, კიდევ ერთი იშვიათი ჯიშის, ასწლოვანი ხე ოზურგეთში, სოფელ მერიაში მცხოვრები გობრონიძეებისგან 44 000 დოლარად იყიდა. აღნიშნულმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველადი ინფორმაციით, ეს ხე - იშვიათი აფრიკული მცენარე - ბაობაბი
იყო, რაზეც kvirispalitra.ge-მაც დაწერა, თუმცა ინფორმციის დაზუსტება იმ ოჯახისგან გადავწყვიტეთ, ვისგანაც იყიდა ხე ივანიშვილმა და როგორც აღმოჩნდა, ეს ბაობაბი სულაც არ ყოფილა.
დიმა გობრონიძე, სოფელ მერიის მკვიდრი:
- რატომღაც დაიწერა, რომ ჩვენი ხე ბაობაბია, თუმცა ეს გინკგო ბილობას ასწლოვანი ხეა. სოფლის უძველესი ოჯახი გახლავართ, დღესაც იმავე ეზოში ვცხოვრობთ, რომელშიც ჩვენი წინაპრები. ბაბუაჩემმა, დიომიდემ ჩამოიტანა და სწორედ ამავე ეზოში დარგო იშვიათი ნერგი, რომელსაც შვილივით უვლიდა თურმე და ნერგმაც გაიხარა. მე ბაბუა არ მახსოვს, - ის მე-19 საუკუნის ბოლოს იყო დაბადებული, მაგრამ, როგორც ვიცი, ბაბუამ გინკგო ბილობა ბათუმიდან მერიაში, დაახლოებით, 100 წლის წინ ჩამოიტანა და საგულდაგულოდაც უვლიდა - უცხო კლიმატსა და გარემოში მცენარეს მხოლოდ მიწაში ჩარგვა არ უშველიდა და ბაბუას მონდომება რომ არა, ალბათ ვერც გაახარებდა. ბაბუას ბუნება უყვარდა, სილამაზის ფასი იცოდა და ცხადია, თუკი რაიმე განსაკუთრებული ჯიშის ნერგს წააწყდებოდა, ოჯახში მოჰქონდა. ასე რომ ჩვენს ეზოში სხვა ლამაზი ხეებიც იყო და არის. თუმცა ზოგიერთი დრომ შეიწირა.

- ბიზნესმენმა თქვენი ხის შესახებ როგორ შეიტყო?
- იმ ადამიანისაგან, რომელიც ურეკის დენდროლოგიური პარკის მშენებლობასთან არის დაკავშირებული და, რომელიც ძალიან კარგად იცნობდა ჩვენს ხეს. ზოგადად ამ ხით ყოველთვის ინტერესდებოდნენ, გვეკითხებოდნენ ხოლმე, რა ხეა, საიდან არის ჩამოტანილიო.
- გული არ გწყდებათ, რომ ამ სილამაზეს დაემშვიდობებით?
- გული ერთ რამეზე მწყდება, - ჯერ ხე არავის წაუღია და ზოგიერთები იმას გაიძახიან, მამაპაპისეული ქონება გაყიდა, ეს რა გააკეთაო! ჩემი აზრით კი, ადამიანი იმიტომ მუშაობს, იმიტომ ქმნის ქონებას, რომ იარსებოს და ოჯახიც აცხოვროს. ასე იქცეოდა ბაბუაჩემი დიომიდე, ასე იქცეოდა მამაჩემი, რომელიც ეზო-კარში მუხლჩაუხრელად შრომობდა. ასე ვშრომობ მეც და ვუვლი ჩემს კარ-მიდმაოს, ჩემი შვილებიც ასე შრომობენ და ვართ ასე. ბაბუაჩემს კი ვენაცვალე, ისე იშრომა, რომ ამდენი წლის შემდეგ, მისი შრომა ასე გამოადგა შთამომავლებს. ხეებს კი კიდევ დავრგავთ, სოფელში ვცხოვრობთ, ეს არ გაგვიჭირდება. ერთ რამეშიც კი დარწმუნებულები ვართ, - სადაც ამ ხის წაღებას აპირებენ, იქ მოვლა-პატრონობას არავინ დააკლებს, ჩვენზე უკეთესადაც მოუვლიან. განსხვავება კი ის იქნება, რომ მარტო ჩვენი სოფელი კი არა, მთელი საქართველო და ტურისტებიც ნახავენ. ისე, ამ ხეს ოდესმე მაინც ხომ უნდა გამოვმშვიდობებოდით, ოღონდ 100 წლის მერე, - საფლავში ვის რა მიაქვს, ჩვენ რომ წავიღოთ!
- გავრცელებული ინფორმაციით ამ ხეში ბიზნესმენი 44000 დოლარს გიხდით, ეს ასეა?
- ამაზე ვერაფერს გეტყვით.
ცნობისთვის:
გინგკო ბილობას სამშობლო იაპონიაა. ხემცენარე, რომლის ტოტებსაც იაპონურ მარაოსავით გადაშლილი ფოთლები ამშვენებს და გარგარისოდენა ვერცხლისფერი ნაყოფით იხუნძლება, პირველად იაპონიაში, ჰოლანდიის საელჩოში მოღვაწე ექიმმა, გვარად კემფერმა შეამჩნია. სწორედ მან დაიწყო გინგკო ბილობას მეცნიერული შესწავლა და მედიცინაში მის გამოყენებას დაუდო საფუძველი. სახელიც კემფერმა დაარქვა - გინგკო ბილობა იაპონურ ენაზე "ვერცხლისფერ ნაყოფს" ნიშნავს.
XVIII საუკუნეში მცენარემ ევროპაში შეაღწია, 50 წლის შემდეგ კი ამერიკაში გამოჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ის ერთადერთი რელიქტური ხეა, რომელიც ხიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შემდეგ გადარჩა.
ევროპაში მას გოეთეს ხესაც ეძახიან. თურმე როდესაც გოეთემ პირველად ნახა გინგკო ისე მოიხიბლა, ლექსიც კი მიუძღვნა, სახელად "გინგკო ბილობა".
გინგკო ბილობა მრავალმხრივ სამკურნალო თვისებებს ავლენს და იყენებენ ფარმაკოლოგიაში. ის უმთავრესად ქსოვილების სისხლით მომარაგებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა:
. ამცირებს სისხლში მავნე ქოლესტეროლის დონეს;
. ხელს უშლის თრომბების გაჩენას;
. ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვებს;
. ხელს უშლის ქსოვილების შეშუპებას;
. არეგულირებს სისხლის წნევას;
. ხელს უშლის თავისუფალ რადიკალებს უჯრედების დაზიანებაში.
ჩვეულებრივ აქვს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა, საკმაოდ მდგრადია ძლიერი ქარის და ქარბუქისას. ზოგიერთი ხის ასაკი კი 2500 წელსაც კი აღწევს.