ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ჯაბა ჯიშკარიანი: დაახლოებით ხუთ თვეში ქართველი ხალხისგან ძალიან დიდ პროტესტს მიიღებთ


    „მივმართავ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, კრიტიკა არის კარგი. კრიტიკა ჩემთვის არის როგორც შხაპი და არა ბოღმის საგანი, როგორც ეს თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა", - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ჯაბა ჯიშკარიანი ოპოზიციის განცხადებებს.

    მისი თქმით, თბილისის მერი მმართველი გუნდის წევრია, რომლის შეურაცხყოფა გუნდის შეურაცხყოფაცაა.

    „თქვენი კრიტიკა, როგორც წესი  ყველა ზღვარს გადადის, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ეს არის თბილისი, ეს არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ერთმანეთს და ერთმანეთის ღირსებას პატივი უნდა ვცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეურაცხყოფა, რომელსაც თქვენი მხრიდან წლების განმავლობაში ვისმენდით,  ცუდად დაგიმთავრდებათ'', -განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

    დეპუტატმა თბილისის მერს ოპონენტების მიმართ გამოჩენილი მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა და საკრებულოსა და ქალაქის მთავრობას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

    ჯაბა ჯიშკარიანმა ოპონენტების მხრიდან მოსამართლე ნაზღაიძის საქმეზე გაკეთებულ განცხადებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ საქმეში არანაირი სამართლებრივი ლაფსუსი და კითხვის ნიშნები არ არსებობს.

    „თქვენთვის ლოიალობა არის დანაშაული. თქვენთვის ლოიალობა ის, რასაც აკეთებდით ციხეებში და როგორც ექცეოდით პატიმრებს. თქვენთვის ლოიალობა არის ქალაქის ქუჩებში დახვრეტილი ახალგაზრდები, ასევე ის მეთოდი, როგორც ექცეოდით კერძო საკუთრებას, ბიზნესმენებს და როგორც უსწორდებოდით და აწამებდით ამ ადამიანებს. ბევრს აღარ ვისაუბრებ. ქართული საზოგადოება კარგად ხედავს ამ ყველაფერს, რისთვისაც, დაახლოებით, ხუთ თვეში ქართველი ხალხისგან  ძალიან დიდ პროტესტს მიიღებთ. ის შავი დღე, რომელიც დაგიდგათ პირველ ოქტომბერს და რის გამოც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ვერ მოინელეთ, ეს შავი დღე თქვენთვის არასოდეს დამთავრდება", - აღნიშნა ჯაბა ჯიშკარიანმა.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი