ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ბიჭი ბევრს სვამდა, ცოლ-შვილს ამწარებდა, თეონას ემუქრებოდა, ვიცი, რომ საყვარელი გყავს და მოგკლავო - რა მოხდა ასპინძაში

    ბიჭი ბევრს სვამდა, ცოლ-შვილს ამწარებდა, თეონას ემუქრებოდა, ვიცი, რომ საყვარელი გყავს და მოგკლავო - რა მოხდა ასპინძაში
    ბოლო წლების განმავლობაში ოჯახური ძალადობის ნიადგაზე ჩადენილი მკვლელობების სტატისტიკა მართლაც სავალალოა. ამ რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი უმძიმესი დანაშაული ასპინძის მუნიციპალიტეტში მოხდა, სადაც 29 წლის მანუჩარ ზაზაძემ, მეუღლეს, 27 წლის თეონა ბერიძეს დანით მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.რამდენიმე წუთში მკვლელობაში ბრალდებულმა ბლაგვი საგნით კიდევ ერთი პირი დაასახიჩრა და მიმალვა სცადა. თუმცა, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე საქმესისხლის სამართლის კოდექსის 11-108 და 117–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობას, ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მომხდარის დეტალებზე ადგილობრივი მცხოვრები საუბრობს, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა:
    - კაცმა ახალგაზრდა ქალი, შვილების დედა სიცოცხლეს გამოასალმა, მცირეწლოვანი ბავშვები დააობლა და მომავალი დაუმახინჯა... არ ვიცი, ამას რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს... 

    - მსგავს დანაშაულებს ყოველთვის აქვთ წინაპირობა, მიზეზი... ამ შემთხვევაში რა გახდა მკვლელობის მოტივი?

    - ავადმყოფური ეჭვიანობა... ბიჭი ბევრს სვამდა, ცოლ-შვილს ამწარებდა, თეონას ემუქრებოდა, - ვიცი, რომ საყვარელი გყავს და მოგკლავო, მუქარა შეუსრულა... ეს კონფლიქტები 8 და 3 წლის ბავშვების თვალწინ ხდებოდა. საბრალო ბავშვები დაზაფრული დადიოდნენ. არადა, ამ გოგოს მთელი ასპინძა ვიცნობდით და ყველამ ვიცით, რომ სინამდვილეში მსგავსი არაფერი ხდებოდა, ოჯახის შენარჩუნებასაც ცდილობდა. დედამთილი ედგა მხარში, ვიდრე ის ქალი იყო ცოცხალი, რძალს მთვრალი შვილისაგან იცავდა, მაგრამ რაც ის ქალი გარდაიცვალა, უკვე წელიწადია, ბიჭმა აიშვა... გოგო იძულებული გახდა დაშორებოდა და მშობლების ოჯახში დაბრუნებულიყო... ყველამ ვიცით, ასეთ შემთხვევაში როგორ ხდება ხოლმე, - დაუწყო ქმარმა ხვეწნა, - შემირიგდი, მეტს აღარ ვიზამო, ნათესავებმაც უთხრეს, - ბავშვებისთვის მამა აუცილებელიაო და შერიგდნენ...მკვლელობა ღამის პირველ საათზე მოხდა. ბავშვებს ეძინათ. ყველაფერს გარდაცვლილის და შეესწრო. თეონას უთქვამს, - ამაღამ ჩემი ქმარი სახლში არ იქნება, მეშინია ბავშვებთან მარტო დარჩენა და ამაღამ ჩემთან იყავიო. ამ დროს მანუჩარი მთვრალი დაბრუნებულა და ჩხუბი დაუწყია. ბოლოს ცოლისთვის უთქვამს, - შევრიგდეთ, სამზარეულოში გამომყევი, რამე მაჭამეო. თეონაც გაჰყვა. როგორც მისი და ჰყვება, ცოტა ხანში ისევ ჩხუბი დაუწყიათ, ხმას რომ მოუმატეს წავედი სამზარეულოსკენ, მაგრამ ვერ მივუსწარი, ჩემი და უკვე დაჭრილი იყოო...
    გოგოს მუცელში რამდენჯერმე ჰქონდა სამზარეულოს დანა ჩარტყმული. ამის შემდეგ ვითომ თეონას საყვარლის მოსაკლავად გაიქცა, თან ნაჯახი წაიღო. იქ მისულს ბიჭის მამამ გამოხედა, რომელსაც გამოსვლისთანავე ნაჯახი თავში ყუით ჩაარტყა... მკვლელი გაიქცა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა. 

    კვირის პალიტრა
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი