„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილიდა რუსუდან კერვალიშვილი დაპატიმრებული არიან. სასამართლომ მათ სააკაძის მოედანზე მდებარეეპიზოდზე 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე პატიმრობაში რჩება რჩეულიშვილების ვაჟი - გუკარჩეულიშვილი, ვახტანგ რჩეულიშვილი კი უმძიმესიდიაგნოზით საავადმყოფოშია.
ამ საკითხებზე ვახტანგ რჩეულიშვილმა ისაუბრა.
"ექიმებმა მითხრეს, რომ სიმსივნეა და როგორ განვითარდება პროცესი, ვინ რა იცის. ახლაც ძალიანცუდად ვარ, ისევ საავადმყოფოში ვარ და თითქმის სულ მძინავს.
რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, დღეს ძალიან ძნელია ჩემთვის ამაზე საუბარი. მეც, მაიაც, რუსუდანიც - ყველანი პოლიტიკოსები ვართ. ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში უნდაგანვიხილოთ. მე მიმაჩნია, რომ ამ საქმეს სულ სხვა საფუძველი აქვს".
რჩეულიშვილის თქმით, თავის დროზე სახელმწიფომ არ აიღო არავითარი ვალდებულება, რომ ცენტრპოინტს დახმარებოდა, ყველაფერი მარტო კომპანიას აჰკიდა და თან ის ვალები, რაც სახელმწიფოსჰქონდა, არ დაუბრუნა. მისივე განცხადებით, ამან გამოიწვია ის პრობლემები, რომელთა წინაშეცოჯახი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ხალხიც არ იხდიდა თანხებს და ამ ყველაფერს დაერთო ცუდიმომსახურებაც. მოკლედ, ყველაფერი ერთად მოხდა.
"ვერ გეტყვით, რომ ყველაზე კარგი მომსახურება გვქონდა მთელ საქართველოში, მაგრამეფექტურობით ვერცერთი კომპანია ვერ შეგვედრებოდა. არასოდეს ყოფილა ჩვენს ქვეყანაში ისეთიეფექტური საწარმო, როგორიც „ცენტრ პოინტი“ იყო. მილიონი კვადრატული მეტრი არცერთ ქალს არაუშენებია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.
ჩვენი შეცდომებიც იყო. პოლიტიკური, იცით, რა არის?! მიშას უნდოდა დედისტირება ოპოზიციისთვის, შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა იმ ოპოზიციამ მოინდომა დედისტირება მიშასთვის და აი, ამყველაფერში მოყვა მაია და ახლა უკვე რუსუდანიც".
პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობენ. ვახტანგ რჩეულიშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში ყველადაზარალებული გარეთ დარჩება და მიადგება პროკურატურას. 25 დაზარალებულია კმაყოფილი მაიასდაკავებით, დანარჩენი 2.500 ფიქრობს, რომ ამით პროკურატურამ უფრო ცუდი საქმე გაუკეთა. დღესდაზარალებულების დიდი ნაწილი პროკურატურის მიმართ არის აგრესიულად განწყობილი. მიხვდნენ, რომ მაიას დაკავებით მათ პრობლემას არაფერი ეშველება.
"უმძიმეს დღეში ვარ, ამაზე მეტი საუბარი არ შემიძლია. დღეს ჩემთვის ყველაზე სასიხარულო, რაცხდება, არის ის, რომ, მთავარია, ჩემი გუკა გამოდის. მაია მაქსიმალურად აწამეს, რუსუდანი დააკავეს. რაღას იზამენ ახლა, თავებს ხომ ვერ მოგვაჭრიან?! კიბო მაქვს მე, კიბო აქვს მაიასაც. რუსუდანიაერთადერთი ჯანმრთელი და ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს. დღეს ყველაზე მთავარი ის არის, რომგუკა გამოდის. 11 აპრილს გამოვა. გამოდის იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ვადა უთავდება, თორემმათი კეთილი ნებით კი არ უშვებენ! კიბო მაქვს და ვწევარ საავადმყოფოში. კაცი ფეხზე ვერ ვდგები. ამდენიც რომ გითხარით, არ გიკვირთ?!"-აცხადებს ბიზნესმენი.