ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ჩრდილოეთ კორეა ''პროვოკაციების'' შემთხვევაში, აშშ-ს პრევენციული დარტყმით ემუქრება

    ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ იერიშებს იმ შემთხვევაში განხორციელებს, თუ ვაშინგტონი ახალ პროვოკაციებს დაიწყებს. ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის გენერალური შტაბი ავრცელებს.

    მათი განმარტებით, იერიშების განხორციელების საფუძველი შესაძლოა ამერიკისა და მისი მოკავშირეების მხრიდან "პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო პროვოკაციები" გახდეს. თუმცა, რა სახის პროვოკაციებზეა საუბარი, გენერალური შტაბი არ აკონკრეტებს.
    ჩრდილოეთ კორეის სამხედროები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შეერთებულმა შტატებმა ფხენიანის მიმართ "სანქციებისა და სამხედრო ზეწოლის" გზა აირჩია.
    კერძოდ, გენერალური შტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრთხის შემცველი სამხრეთ კორეაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შესაძლო ლიკვიდაციის გეგმებია, რომლის თაობაზე ინფორმაცია 8 აპრილს ტელეარხმა NBC-მ გაავრცელა.


    ipress.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი