ჩაიარა აღდგომამ და მინდა დავწერო ჩვენი ხალხის იმ სავალალო სიტუაციაზე, რომელშიც გასულ კვირას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. კიდევ ერთხელ დავინახე, რა კარგად უმუშავია რუსეთის ეგრეთწოდებულ „რბილ ძალას“, ანუ ტანკებისგან განსხვავებით პირდაპირ და ფრულ პროპაგანდას, რომელიც სწორედ ამისკენ - ჩვენი სულიერი გადაგვარებისთვის, ჩვენი ყველაზე მდაბიო და ნეგატიური მხარეების გაღვივებისთვის, ჩვენს შორის სიძულვილის გაღვივებისთვის იღწვის. როგორ დაცემულა ჩვენი ზნეობა, მორალი, ელემენტალური სოციალური ფასეულობები.
გასული კვირა წმინდა კვირად ითვლება, რადგან თითქმის ყოველი დღე ქრისტიანობისთვის უწმინდეს რელიგიური მნიშვნელობის დღე იყო. ამას არ შეუშლია ხელი ჩვენი ქართველი ჭეშმარიტი მორწმუნე და ღვთისმოსავი „ვაჟკაცებისა“ და „მანდილოსნებისთვის“ თავს დამსხმოდნენ უშვერი გინებითა და ლანძღვით იმიტომ, რომ არ ვთვლი გივი ბერიკაშვილს დიდ მსახიობად და მისმა გარდაცვალებამ არ ამაცრემლა. პირველ ყოვლისა, ამ ხალხმა ცხადად დამანახეს, რომ მათ გულებს არავითარი რელიგიური გრძნობა არ ამოძრავებს. არც ესმით, რა არის ქრისტიანობა და მისი ფასეულობები.
მეორე ისა, რომ ისინი, განსააკუთრებით მამაკაცები, არიან საცოდავი ლაჩრები. არა, უფრო სწორედ ლაჩრუკანები, რადგან იციან, რომ ამ ბინძური ლანძღვა-გინებისთვის არ დაისჯებიან, პასუხს არავინ მოსთხოვს. გნსაკუთრებით იმიტომ, რომ ქალს აგინებენ და არა კაცს. დაარწმუნებული ვარ, კაცი რომ ვიყო, მათი 90% ამას არ გაბედავდა. დიდი-დიდი დაეწერათ - „კარგი რა, შე ჩემა, ბერიკაშვილი თუ ნიჭიერი მსაახიობი არ არის, მაშ ვინ არის.“ ამაშიც გამოჩნდა იმ ხალხის საშინელი უკულტურობა და ბარბაროსობა, რომლებიც „ქართულ ტრადიციებს“ მისტირიან, საფლვის ქვებზე ღრეობენ და შემდეგ ტონა ნაგავს სხვის საფლაზე ყრიან და ტოვებენ.
ალაბთ ზოგიერთი ჩემი მეგობარი, რომელსაც ამ ჩემადმი გამოგზავნილ ლანძღვას თვალი მოკრა, მიხვდა, რატომ გკითხეთ რამდენიმე დღის წინ, რა უფრო დიდი ცოდვა არის, გარდაცვლილის არ დატირება, თუ ცოცხალი ადამიანის სიკვდილის სურვილი. ჰოდა, არაერთმა „მორწმუნემ“ მომწერა, თანააც ხარება დღეს - შე სატანა, შენ უნდა მოკვდე ადრე და მალე, შენ უნდა ჩაძაღლდე, შენ უნდა დაგხვრიტონ, შენ უნდა ჩაგქოლონ, ჩემი ხელებით ჩაგქოლავდი და სხვ ამგვარი. სხვათა შორის, ამაში ეჭვიც არ მეპარება. გამახსენდა ის შემეძრწუნებელი კლიპები, სადაც ირანში სრულიად აბსურდული მიზეზის გამო მიწაში წელამდე ჩაფლულ ქალებს ქვებით ქოლაავენ. ჩვენ იმ ბრობოსგან არაფრით არ გავსხვავდებით.
ამაზრზენი იყო ის კატასტროფული ინტელექტუალური დონე, რომელიც მათმა კომენტარებმა გამოამჟღავნეს. გაგიზიარებთ ორიოდე მარგალიტს: 1. „შენი სიტყვები უნდა ინგლისურად გადაითარგმნოს და შენს უნივერისტეტში გაიგზაავნოს, რომ ერთი დღე სამსახურში არ გაგაჩერონ.“ გესმით, მეგობრებო, ამერიკის ერთერთი უდიდესი უნივერსიტეტის (48 ათასი სტუდენტით) ხელმძღვანელობა ისე აღშფოთდება გივი ბერიკაშვილისადმი უპატივცემულობის გამო, რომ გამანთავისუფლებენ სამსაახურიდან.
2. „მე იმ უნივერსიტეტს რა ვუთხარი, რომელმაც შენ პროფესორობის ხარისხი მოგანიჭა.“ გადავდოთ გვერდზე, რომ პროფესორობა წოდებაა და არა ხარისხი, მთავარია, რომ ამერიკის უნივერსიტეტი ხარისხის მინიჭების დროს თურმე ითვალისწინებს, პატივს სცემთ გივი ბერიკაშვილს თუ არა. არ გქონდეთ ხარისხის იმედი, თუ არ ქვითინებთ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
3. „შენ რომ მოკვდები, მეორე დღეს არავის ემახსოვრები, გივი ბერიკაშვილი კი 100 წლის მერეც ეხსომებათ.“ მაინტერესებს ამის ავტორს თუ ახსოვს ისეთი სახელები, როგორიცაა გიორგი შავვგულიძე, ვასო გოძიაშვილი, სესილია თაყაიშვილი, თამარ ჭავჭავაძე, ჩემთვის დაუვიწყარი წყვილი, ჟორჟოლიანი და კვანტლიანი და კიდევ ბევრი სხვა. თუ ქუჩებში იმ გამოკითხვებით ვიმსჯელებთ, რასაც დრო დ დრო ტლევიზიით აჩვენებენ, არა მგონია ახსოვდეთ, თუმცა მათი გარდაცვალებიდან ასი წელი ნამდვილად არ გასულა.
4. „აი, ხედავ, მთელი ერი გლანძღავს.“ ღმერთო ჩემო, ნუთუ მართლა ეს უვიცი, პრიმიტიული, ლაჩარი და მორალურად გაველურებული ხალხი არის „მთელი ერი“?! მიუხედავად უამრავი ამის დამამტკიცებელი ფაქტისა, მაინც არ მინდა დავიჯერო. ვერ დავიჯერებ, სანამ მყავს მეგობრები რეალურ და ვირტუალურ სივრცეში, რომელსაც პატივს ვცემ, რომლებიც მეამაყებიან და მეიმედებიან. მინდა ვიფიქრო, რომ ეს ის „მთელი ერი“ მხოლოდ და მხოლოდ ის ერია, რომელზეც ნათქვამია - „რაც ერიო, ის ბერიო.“ აი, შუშის კრემატორიუმში რომ ზის, ის ბერი.
5. „შენ ვინა ხარ, რა გაგიკეთებია საქართველოსთვის ისეთი, რაც ბერიკაშვილმა გააკეთა? სამარცხვინოა, რომ შენ ქართველი გქვია.“ აი, ამ კომენტარმა მაიძულა დავწერო ის, რასაც არასოდეს დავწერდი. არ ვიცი, წაიკითხავენ თუ არა ამ პოსტს ჩემი ადრე და მალე სიკვდილის მსურველები, მაგრამ ეგებ თქვენ გყავდეთ ან შეხვდეთ ასეთ ვაჟკაცებს და ქალბატონებს, მეგობრებო და გაუზიარეთ.
28 (1984-2012) წელიწადი ერთი ზაფხული არ დამისვენია, რადგან ინდიანას უნივერსიტეტში ქართულ ენას ვასწავლიდი, რომელიც მხოლოდ საზაფხულო სკოლაში ისწავლებოდა. პირველი 7-8 წელი მე ვიყავი ერთადერთი ამერიკაში, რომელიც ამას აკეთებდა. ჩემი სტუდენტები დღესაც მწერენ მადლობის წერილებს. ვიყავი მრჩეველი ჩემი კოლეგისა, რომელმაც პირველი სრული ქართული გრამატიკა დაწერა ინგლისურ ენაზე. შემდეგ კი მასთან თანავტორობით გამოვეცი წიგნი Georgian Language and Culture (ქართული ენა და კულტურა.)
ჩემს მიერ დაწერილი სახელმძღვანელო ქარული ენის სწავლების დამწყებთათვის (Beginner’s Georgian) დღესდღეობით ყველაზე პოპლარულია და ამასთან დაკავშირებითაც მწერენ არა მარტო ამერიკიდან, არამედ ინგლისიდნ, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, იაპონიიდან და ავსტრალიიდან და მადლობას მიხდიან, რომ ასე გავუადვილე ისეთი რთული ენის სწავლა, როგორიც ქართულია. გადათარგმნილი მაქვს ინგლისურად დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი,“ რომელიც დაიბეჭდა ბელგიის ერთერთ ცენტრალურ ჟურნალში, რომელიც შუასაუკუნეების ლიტერატურას ეძღვნება.
ჩემი გამოცდილების გამო ამერიკის რამდენიმე საუკეთესო უნივერსიტეტში ვიყავი მიწვეული სპეციალურად ქართული ენის სასწავლებლად ან სემინარების ჩასატარებლად - ჩიკაგოს, კოლუმბიის, დიუკის და იელის უნივერსიტეტებში.
დაწერილი მაქვს სტატიები ქართულ ლიტერატურასა და კულტურაზე. ერთერთი მათგანი იმდენად მოულოდნელი იყო ქართველი მკითხველისთვის, რომ ერთმა ჩემმა ქართველმა კოლეგამ მას რევოლუციური ეუწოდა. ამ სტატიის შესახებაც არაერთ ქართველ ახალგაზრდა მეცნიერს თუ სტუდენტს მოუწერია, როგორ აეხილათ თვალები და რა ბევრი ისწავლეს იმის შესახებ თუ რა არის ლიტერატურა.
თითქმის სამი წელი შევალიე „ვეფხისტყოსნის“ ახალი ინგლისური ბწკარედის გაკეთებას, რომელიც ცნობილმა ამერიკელმა პოეტმა ქალმა გალექსა. ეს არის ყველაზე სრული თარგმანი, რომელშიც ის თავებიც არის შესული, რომლებიც არ არის არცერთ უკვე არსებულ ინგლისურ თარგმანებში. მასში არა მხოლოდ რუსთაველის ფილოსოფია და ესთეტიკა, მისი პოემის თექსვმეტმარცვლიანი რიტმიც ზუსტად არის დაცული პირველი სტრიქონიდან უკანასკნელამდე. 2015 წელს ამ თარგმანმა საბას პრემია მიიღო.
კიდევ ერთ რამეს დავამატებ. ის, რაც ჩამოვთვალე, მხოლოდ ქართულს ეხება. ჩემი ექპერტიზის მთავარი სფერო კი ლიტერატურა და კინოა. ოთხჯერ ვარ არჩეული როგორც უნივერსიტეტის და შტატის საუკეთესო ლექტორი და ჩემი სახელი მოვარაყებულ ფირფიტაზე უნივერსიტეტის საპატიო კედელზეა გაკრული იმ პროფესორების გვერდით, რომლებსაც ჩემს შემდეგ, ან ჩემზე ერთი, ორი, ათი, ორმოცდაათი, ასი, ასორმოცდაათი და მეტი წლის წინა აქვთ მიღებული ასეთი საპატიო წოდება, რადგან ეს უნივერსიტეტი 1820 წელს არის დაარსებული. ასე რომ, მე როცა მოვკვდები, ჩემი სახელი იქ დარჩება საკმაოდ დიდ სამეგობრო წრეში.
დოდონა კიზირია