მოდელი სოფია ქავთარაძე, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ მეუღლის - მერაბ ამზოევის "იქს ფაქტორში" მონაწილეობის შემდეგ გაიცნო, ინტერნეტ მომხმარებლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სოფიას სილამაზით უმრავლესობა აღფრთოვანებულია, თუმცა, ზოგიერთი დაეჭვდა, რომ გოგონას სრულყოფილი ვიზუალის მისაღწევად პლასტიკური ოპერაციები დასჭირდა. თავად სოფია საკუთარ გვერდზე კატეგორიულად აცხადებს, რომ მისი სილამაზე ბუნებრივია და ამის დამადასტურებლად, ბავშვობის ფოტოსაც აქვეყნებს.
ჩვენ გთავაზობთ სოფიას რამდენიმე წლის წინანდელ ფოტოებს და ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოიყურებოდა მოდელი წლების წინ. ვიდეოში ჩანან 2010 წლის "მის საქართველოს" კონკურსის მონაწილეები. ერთ-ერთი მონაწილე სოფიაც იყო და ის კადრში რამდენჯერმე ჩნდება.
ნახეთ უმშვენიერი მოდელის ფოტოები და ვიდეო და თავად შეაფასეთ: