,,ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში, ავტობუსისი ერთ-ერთი მგზავრი აცხადებს, რომ მან საკუთარი თვალით იხილა, რამდენიმე დღის წინ, მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელმა როგორ უყვირა და პირადი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ მგზავრს, რომელსაც, ბილეთი არ ჰქონდა. მისივე განცხადებით, მგზავრი არასრულწლოვანი იყო და მას უფასო ბილეთით მგზავრობა ეკუთვნოდა.
,,ამოვიდა ავტობუსში. თავიდანვე აგრესიული იყო მგზავრების მიმართ. ჩამოიარა და სათითაოდ ყველას სთხოვდა ბილეთს. საგანგაშო რომ ვერაფერი ნახა, მივიდა ერთ-ერთ 10-11 წლის გოგონასთან. გოგონა ეუბნებოდა, რომ მას პოსწავლის ბარათი დაკარგული ჰქონდა. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი მას ისე უყვიროდა, რომ, მოულოდნელად, გოგონამ ფერი დაკარგა და გული წაუვიდა... ისე ეჩხუბებოდა, თითქოს საშინელი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი.
ასეთი შემთხვევბი ძალიან ხშირია. ვისურვებდი, უფრო ზრდილობიანი კონტროლიორები გვყავდეს და ისედაც გამწარებულ ადამიანებს, ვისაც, ის გაჭირვებაც ჰყოფნის, რომ ავტობუსის საფასურს ვერ იხდის, უფრო მეტი პატივისცემით მოექცნენ" - აცხადებს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც, საკუთარი ვინაობის გამხელა, არ ისურვა.