ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    "ცენტრ პოინტის” მშენებლობისგან დაზარალებული ამჟამად 3 400 ადამიანია, ყველაფრის დასრულებას კი 12 მილიონი ლარი სჭირდება" - გურამ რჩეულიშვილი

    "ცენტრ პოინტის” მშენებლობისგან დაზარალებული ამჟამად 3 400 ადამიანია, ყველაფრის დასრულებას კი 12 მილიონი ლარი სჭირდება" - გურამ რჩეულიშვილი
    ”ცენტრ პოინტის” მშენებლობისგან დაზარალებული ამჟამად 3 400 ადამიანია, ყველაფრის დასრულებას კი 12 მილიონი ლარი სჭირდება, - ამის შესახებ ”ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 


    როგორც მან აღნიშნა, კომპანიას თავის რესურსი ჰქონდა, თუმცა ბოლო 8 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო ამ რესურსებს ვერ იყენებდა, რათა მომხდარიყო დაზარალებულების დაკმაყოფილება. 

    ”ბოლო 8 წლის განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს რესურსები ჩვენი მართვის ქვეშ არ იყო. პირველ შემთხვევაში სხვა კომპანიას ებარა ეს რესურსები, შემდეგ კი დაედო ყადაღა, რაც ამ რესურსების გასხვისებაში და ფულის უკან ჩაბრუნებაში ხელს გვიშლიდა. შესაბამისად, კომპანიას აქვს საკუთარი რეზერვი, რასაც შესთავაზებს ინვესტორს. დასასრულებელი არის სულ 12 ობიექტი, რომელთგან ცხრაზე სამუშაოები დაიწყება და დასრულდება ერთი წლის განმავლობაში, დანარჩენი სამის კი მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში”, - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა. 
    ავტორ(ებ)ი : interpressnews.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი