„ნიჭიერის“ ერთ-ერთი სეზონის გამარჯვებული, ნონა გიუნაშვილი საავადმყოფოში მოხვდა. ცოტა ხნის წინ მხატვარმა სოციალურ ქსელში დახმარება ითხოვა.
„მეგობრებო ალბათ ნახეთ ჩემი ფეისბუქის გვერდზე ვიდეო. ვიცი გაინტერესებთ რა ხდება და რა მჭირს, მინდა ყველას გიპასუხოთ. რთულია ჩემთვის ეს ყველაფერი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ძალიან მერიდება და არ მინდოდა არავის შეწუხება. ჩემი ინიციატივა ნამდვილად არ არის.მე მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა და მჭირდება ოპერაცია. სამწუხაროდ ეს ოპერაცია საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ გადაწყვიტეს ჩემი დახმარება კონცერტის სახით.ძალიან ვღელავ… მომიტევეთ!” – წერდა ნონა სოციალურ ქსელში.
როგორც გაირკვა, მხატვარს ბავშვობიდან ხერხემლის პრობლემა ჰქონია. მისთვის ფიზიკური დატვირთვა გაუსაძლის ტკივილებს იწვევს. ექიმმა ოპერაცია ურჩია, ამისთვის კი ნონას დიდი თანხა სჭირდებოდა. როგორც ჩანს მხატვარს კეთილი ადამიანები გამოეხმაურნენ. ნონა საავადმყოფოდან ფოტოს აქვეყნებს, წარწერით. – „უცნაური განცდაა შიშის, შიშის იმისა, რაც არ იცი როგორია ჯერ. ხვალ ყველაზე დიდი დღეა ჩემთვის. ხვალ ამ დროს ნეტავ…“
წყარო