„მე მათ დონემდე არ დავმდაბლდები", - აღნიშნა მომღერალმა ეკა მამალაძემ ჟურნალ „თბილისელებთან" საუბრისას.
„ჩემთვის ბევრი ცუდი რამ უთქვამთ, ბევრი საზიზღრობა გაუკეთებიათ, მაგრამ მათ არასდროს ვპასუხობ. ალბათ ყველა ხედავს ჩემს დუმილს და თავშეკავებას. იფიქრონ და თქვან, ეკა დამარცხდა, გამოვაჭენოთო. გამლანძღავენ და ამით ბედნიერები არიან, შეერგოთ. დრო ყოველთვის გვიჩვენებს რეალურ სინამდვილეს და ყველას სახეს დავინახავთ. მე მათ დონემდე არ დავმდაბლდები. როცა გამოდიხარ და თავის მართლებას იწყებ, ესე იგი, ისევ შენშია პრობლემა, მართლა რაღაც დააშავე. მე არასდროს ვპასუხობ მათ ბრალდებებს. ჩემი საქმე მაქვს და ამ პოზიციით, ყოველთვის გავიმარჯვებ. არასდროს არავისზე ვიტყვი ცუდს, ჩემს მტრებზეც კი, უბრალოდ, არ ვიკადრებ ამას. ყველას კარგს ვუსურვებ" , - განაცხადა ეკა მამალაძემ.