ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სკანდალი- ქეიფი ანესთეზიით გონდაკარგული პაციენტის ფონზე-აი, ასე აღვნიშნე ჩემი დაბადების დღეო!

    ჟურნალისტი გიორგი გიგაური ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ერთგვარი ბრალდებაა უპასუხისმგებლო ექიმებისთვის: „ამ ფოტოზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოცქსელში, ქართველი ექიმი, ქალბატონი, კოლეგებთან ერთად, საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავს... ,,სადღესასწაულო სელფსაც" შესაბამისად ,,ამაღლებული" ტექსტი ადევს: აი, ასე აღვნიშნე ჩემი დაბადების დღეო!..არადა, ეს ყველაფერი საოპერაციოში ხდება - ფოტოზე ნათლად ჩანს, ანესთეზიით გონდაკარგული პაციენტი!კიდევ მადლობა, რომ ღია ჭრილობაში ხელჩაყოფილებმა არ გადაიღეს ,,სადღესასწაულო ფოტო"... დაბადების დღის სამუშაოზე აღნიშვნა ალბათ, საოპერაციო მაგიდაზე დაწვენილი პაციენტის გარეშეც შეიძლებიოდა, მაგრამ ამას ცოტაოდენი საექიმო ეთიკა მაინც ხომ სჭირდება?!ასეთი სელფების გამო, უცხოეთში ექიმებს ავტომატურად, სამსახურს ატოვებინებენ! ეს დაახლოებით იმ ფოტოების სერიიდანაა, მონადირეები რომ იღებენ ნანადირევთან! სხვისი არ ვიცი და, მე, არც ჩემთვის და არც ჩემი ახლობლებისთვის, ნამდვილად არ ვისურვებდი ასეთ ექიმებთან მოხვედრას! ეს ექიმის უნიკალური პროფესიის გაბითურება და შეურაცხყოფაა!..“ წერს გიორგი გიგაური.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი