„ძალიან მიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა", - განაცხადა მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან" ოჯახის შექმნის საკითხზე საუბრისას.
„გათხოვება - ჩემთვის ძალიან რთული თემაა. ეს საკითხი თავიდანაც ასე იყო. ასე თუ გავთხოვდები, უცბად, თორემ, თუ დამაფიქრებ და გავაანალიზებ, მერე ძალიან მიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა. ჩემთვის მისაღები ადამიანი უნდა იყოს, ძალიან უნდა მიყვარდეს, ისე ვერ გავძლებ მის გვერდით. ერთ ენაზე უნდა ვსაუბრობდეთ და აუცილებლად უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა. ჩემი ხუმრობები ვიღაცებს რომ სწყინთ და ვერ ხვდებიან, არ შემიძლია. მინდა, შემდგარი, ფეხზე დამდგარი ადამიანი იყოს. მილიონები ნუ ექნება, არავინ სთხოვს. იმის საშუალება უნდა ჰქონდეს, შვილი გავზარდო და მეორე შვილიც გავზარდო. თან, არ მინდა, მეორედ თუ გავთხოვდები, იმასაც გავშორდე. ოჯახის დანგრევა მაინც ცუდია, ყველაზე ცოდოები ბავშვები არიან. ამიტომ, როცა ამ ნაბიჯს გადავდგამ, მინდა, სწორი იყოს. თუმცა, წინასწარ არავინ არაფერი იცის. ალბათ, ბევრს ვიფიქრებ, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამ. თუ ღმერთი მომცემს, მინდა, ორი შვილი კიდევ გავაჩინო. ხვალ რომ გავთხოვდე, ვის უნდა გავყვე, არ ვიცი, მაგრამ თუ გავთხოვდები, ეგრევე გავაჩენ შვილს", - აღნიშნა ნინი ბადურაშვილმა.