“ცენტრ პოინტის” “მაგნოლიის” ეპიზოდის საქმეზე, მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამ ეპიზოდზე დაკავებულ მაია რჩეულიშვილს და გურამ რჩეულიშვილს აღმკვეთი ღონისძიება გაუუქმდათ, რადგან მათ წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა გაუვიდათ.
თუმცა, რადგან მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე უკვე მიესაჯა 4 წელი, ის საპატიმროს ვერ დატოვებს.
რაც შეეხება გურამ რჩეულიშვილს, ის ტექნიკური პროცედურების დასრულების შემდეგ, გლდანის 8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებას რამდენიმე საათში დატოვებს.
გამოძიება მაია რჩეულიშვილს, რისთვისაც 4 წლით პატიმრობა შეეფარდა, “ამხანაგობა თაბუკაშვილი 88”-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისება/გაფლანგვას ედავება.