ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    უკრაინის „ქართული ლეგიონი“ მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდა

    უკრაინის „ქართული ლეგიონი“ მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდა
    „მარშალპრესი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც უკრაინული ვებ-გვერდის Obozrevatel.com-ის მონაცემებს ეყრდნობა. სტატია გამოქვეყნებიდან ნახევარ საათში წაიშალა.ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში მყოფი „ქართული ლეგიონი“ მიხეილ საკაშვილს მას შემდეგ გაემიჯნა, რაც ყოფილმა გუბერნატორმა დონბასთან გამყოფი კედლის მშენებლობაზე ისაუბრა.უკრაინელმა კოლეგებმა ქართულ სააგენტოს წაშლილი მასალების ფოტოასლები გადმოუგზავნეს, სადაც ლეგიონის ხელმძღვანელის მამუკა მამულაშვილის მოადგილე შოთა კედელაშვილი საუბრობს. იგი აცხადებს, რომ მათ იმიტომ არ უბრძოლიათ, რომ ახლა ვინმემ კედელი ააშენოს. „ჩვენთვის უკრაინის ყოველი კილომეტრი ძვირფასია, რადგან მასზე საკუთარი სიცოცხლით ვაგებთ პასუხს. ადვილია ილაპარაკო კაბინეტში კედლის აშენებაზე, როცა ჩვენ სისხლი დავღვარეთ“, აცხადებს კედელაშვილი.  
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი