ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ლელას მამას, ლუდოვიკო ერქვა და 90-იან წლებში კარდაკარ დადიოდა, სახურავებზე ანტენებს აყენებდა, რომ შინ ლუკმა პურის ფული მიეტანა!

    ლელას მამას, ლუდოვიკო ერქვა და 90-იან წლებში კარდაკარ დადიოდა, სახურავებზე ანტენებს აყენებდა, რომ შინ ლუკმა პურის ფული მიეტანა!
    მწერალი და ჟურნალისტი თამაზ ჭეიშვილი სოციალურ ქსელში კოლეგების ერთ უცნაურ ჩვევას ეხმაურება - ნებისმიერ ამბავს „სენსაცია“ და „სკანდალი“ უწოდონ: „ვაააიმეეე! თუურმე, ლელა წურწუმია რეესტორანში ,,ნამღეერა,,!!! ვაავა! ვაავა! ...და ,,კიდო,,უფრო ვააავა! ასევე,ონჯღორეეეე! წეღან მოვკარი თვალი,რომელიღაც სააგენტო ,,სენსაციას,, აქვეყნებს (ფოტოთი) - ახალგაზრდა ლელა წურწუმია,რესტორანში „ნამღერა“! სააგენტოვ, მე უფრო მაგარ რაღაცას გამცნობთ! ქალბატონი ლელას მამას, ლუდოვიკო ერქვა და 90-იან წლებში დადიოდა კარდაკარ, სახურავებზე ანტენებს აყენებდა ის მოხუცი კაცი, რომ შინ ლუკმა პურის ფული მიეტანა! ნათელში ყოფილიყოს თქვენი სული,ოჯახის მოამაგე ადამიანო,ბატონო ლუდოვიკო! ...და კიდევ, გაგიკვირდებათ და ფრენკ სინატრადან დაწყებული ვალერი ლეონტიევით დამთავრებული, ყველა მღეროდა რესტორნში! ჰო,მე სტუდენტობის დროს თბილისის მეტროში ვმუშაობდი, ესკალატორის ქვეშ, ღამის ცვლაში ზეინკლად! ვააიიიმეეეეე!“, წერს თამაზ ჭეიშვილი.

    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი