ბლოგერი მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: „ოპერაცია გავიკეთე, ყბა სახის, საკმაოდ მძიმე, გადაუდებელი, გარედანაც და შიგნიდანაც გამკვეთეს (მოსაკითხად და როგორა ხარ, მაგისთვის არ ვწერ, ეხლაც სავადმყოფოში ვარ და მალე გამოვეწერები). ყველა ხარჯი, რომელიც საკმაოდ სოლიდურია, საყოველთაო დაზღვევისგან ანაზღაურდა(სხვა დაზღვევა არც მაქვს). ეს პირველი შემთხვევაა, მე ან ჩემი ოჯახის წევრებს შორის, როდესაც ამ სახელმწიფო სიკეთით ვისარგებლეთ...... პირდაპირ ვამბობ! საკმაოდ უხერხულად ვგრძნობ თავს. ასე მგონია, ვინმე ჩემზე გაჭირვებულის ჯიბეში ჩავყავი ხელი და იმის წილი მივიტაცე. ვერასდროს გავიგებ 100 ათას ევროდ სიცოცხლეს მობრუნებული ჰეპატიტიანების უკმაყოფილო წუწუნს, დაახლოებით იმ სამარცხვინო ქართული სიმღერის ტექსტით " დიდო ღმერთო, თუ გამაჩინე, შენვე მარჩინე...." არც მიცნობდა და არც ჩემი ვინაობა იცოდა (თუმცა რომ ცოდნოდა, ვინა ვარ რო?), ექიმმა მერაბ დეკანოსიძემ არ დაიზარა ღამის 2 საათზე, ამ "პრაზნიკებზე "და 10 ოპერაციის მერე ჩემთვისაც მოიცალა, თუმც თამამად შეეძლო ეთქვა, დააწვინეთ და ხვალე გავაკეთებო.....მოხუცი კახელი გლეხი მიწევს პალატაში. ჩემსავით საყოველთაოდ გადარჩენილი....იმის მაგივრადაც მადლობას ვიხდი. არაა აქვს ფეისბუქი და შენსა დაწერეო,“ წერს მალხაზ თოფურია.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge