ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ლია რუსიაშვილი: ასე რომ იდექით, ასე რომ იტანჯეთ ბატონო თენგიზ, ყველას გვაპატიეთ…


    პოეტი და მწერალი, „სალი კოლხელის" ავტორი ლია რუსიაშვილი პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება:

    „ასე რომ იდექით, ასე რომ იტანჯეთ, ასე მარტო რომ იყავით, ბატონო თენგიზ, ყველას გვაპატიეთ... დასრულდა ამქვეყნიური გოლგოთა. ქართული სიტყვის მებაირახტრე, დიდი თენგიზ კიკაჩეიშვილიც გაემგზავრა ზეციური საქართველოსკენ. სტუდენტმა გადაუღო უკანასკნელი ლექციის მერე, არც კი იცოდა, ისე. როგორ ეტყობა, რომ ძალზე უჭირდა უკვე", - წერს ლია რუსიაშვილი.

    მოგვიანებით ლია რუსიაშვილმა მორიგი პოსტი გამოაქვეყნა:

    „არვიცი, თსუ-ს ახლანდელი რექტორი გიორგი შარვაშიძე რატომ არ თვლის საჭიროდ დიდი ლიტერატორისა და ქართული სიტყვის მაესტროს-თენგიზ კიკაჩეიშვილის უნივერსიტეტიდან გამოსვენებას, იმ უნივერსიტეტიდან, რომელსაც იგი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე თავდაუზოგავად ემსახურებოდა, მაგრამ, ერთი რამ კი ზუსტად ვიცი, რომ ამით ბატონ თენგიზს არაფერი დააკლდება, ხოლო, რაც შეეხება რექტორს, (რომლისგანაც ქართველი ერის წინაშე დამსახურებებზეც არაფერი მსმენია), იმედს ვიტოვებ, რომ ადრე თუ გვიან, ეახლება თენგიზ კიკაჩეიშვილის საფლავს და ბოდიშს მოუხდის, თუმცაღა, სამწუხაროდ, დაგვიანებულს", - წერს ლია რუსიაშვილი პირად გვერდზე.
    ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თენგიზ კიკაჩეიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. თენგიზ კიკაჩეიშვილი დაიბადა 1940 წ., თბილისში. 1964 წ. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1987 წლიდან დღემდე იყო თსუ­ს ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. თენგიზ კიკაჩეიშვილი 100­მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათგან 4 მონოგრაფიის და 4 კრებულის ავტორი იყო. კიკაჩეიშვილი მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში მონაწილეობდა. 2004 წლიდან თენგიზ კიკაჩეიშვილი საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის ნამდვილი წევრი იყო. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


    წყარო : wyaro

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი