ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ბუტა რობაქიძის დედა სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

    ბუტა რობაქიძის დედა სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
    ”რუსთავი 2” – ეს ის “დემოკრატიული და მართალი” ტელევიზია არ არის? ჩემი უმწიკლო, 19 წლის პატარა ბიჭი და მისი პატარა მეგობრები ბანდიტების დაჯგუფებად რომ მონათლა და მთელს საქართველოს ამცნო, ერთ-ერთი ბანდიტი ლიკვიდირებულიაო. ეს ის ”რუსთავი 2” არ არის, სანდრო გირგვლიანი – დედისერთა, წამებით მოკლული ბიჭი – სვანების დაჯგუფების წევრიაო რომ გვამცნო და სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულიაო. ”რუსთავი 2” – ეს ის მართალი ტელევიზია არ არის, 2008 წლის გაუაზრებელი, წაგებული ომი მოგებულად რომ გამოგვიცხადა და აზეიმა ქართველებს. რამდენი ერთი ჩამოვთვალო, უსასრულოდ გრძელდება მათი ტყუილები. ახლა კი თურმე “ყველაზე დიდი მართლმადიდებელი” გვარამია, ქრისტეს და მარო მაყაშვილის გზისკენ მოგვიწოდებს, მხოლოდ სიცილის მომგვრელია ეს ყველაფერი. მე კი ამდენი სიცრუით, დანაშაულებით და ბოროტებით დამძიმებულთ, ”რუსთავი 2” -ს და ნაცებს მოგიწოდებთ, დაფიქრდეთ ყველაფერზე, გულით მოინანიოთ უფლის წინაშე, ისევ თქვენივე სულების გადასარჩენად, იქნებ გეშველოთ რამე”,- აცხადებს ია მეტრეველი. 
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი