ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    “ეს ნაგავი უნდა გააშიშვლო და ვირზე უკუღმა შესვა”- რას წერენ მომხმარებლები ფრესკოს სკანდალზე

    ამდენიმე დღის წინ, სუპერმარკეტების ქსელი  “ფრესკო“ სკანდალში გაეხვა, რადგან ყოფილი თანამშრომელი იუწყებოდა, რომ ქალების გასახდელში ფარული ვიდეოკამერები იყო დამონტაჟებული. მათი მეშვეობით კი ფიქსირდებოდა თუ როგორ იცვლიდნენ თანამშრომლები ტანსაცმელს.

    მომხდარს „ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძეც გამოეხმაურა, რომელმაც ყველას გასაკვირად, ვიდეოკამერების არსებობა დაადასტურა. „მინდა ყველას გასაგონად ვთქვა. “ფრესკო” არის კერძო საკუთრება. არის ჩემი და კამერას მინდა გასახდელში დავაყენებ და მინდა დახლის ქვეშ”,-განაცხადა ვასილ სოფრომაძემ.
    მოგვიანებით, “ფრესკოს” სკანდალით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიც დაინტერესდა და მოკვლევა დაიწყო. მართალია, ამ დრომდე უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ინსპექტორი, თუმცა მომხდარს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურნენ. ინტერნეტმომხმარებლები გასახდელში დამონტაჟებულ კამერებს ნეგატიურად შეხვდნენ. ზოგიერთი მათგანი კი მსგავსი ფაქტების შესახებაც წერდა.
    123 

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი