ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ანდრია გველესიანი „პრაიმ შოუზე“ გაბრაზებულია - "მოდი, ნუღარავინ ნუ მიმიწვევთ სტუმრის სტატუსით გადაცემაში"

    ანდრია გველესიანი „პრაიმ შოუზე“ გაბრაზებულია - "მოდი, ნუღარავინ ნუ მიმიწვევთ სტუმრის სტატუსით გადაცემაში"
    მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი გაბრაზებულია, როგორც მან აღნიშნა ის სტუმრის სტატუსით მიიწვიეს გადაცემაში, რომელშიც განიხილავდნენ თემას პროექტზე, სადაც ის ფინალისტი იყო და შეკითხვები არ დაუსვეს. 


    ანდრია წერს, რომ არ სურს დეტალებზე საუბარი და არ აკონკრეტებს რომელ ტელეკომპანიაზე და კერძოდ, გადაცემაზეა განაწყენებული, თუმცა ის ცოტა ხნის წინ "პრაიმ შოუს" სტუმარი იყო, სწორედ ამ გადაცემაში საუბრობდნენ პროექტზე "ცეკვავენ ვარსკვლავები" და პროექტის მონწილეებზე. ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: 


    "მოდი, ნუღარავინ ნუ მიმიწვევთ სტუმრის სტატუსით გადაცემაში, რომელშიც განიხილავენ თემას პროექტზე, სადაც მე ფინალისტი ვიყავი... თუ 5 სთ - ის განმავლობაში კითხვას არ დამისვამთ თემასთან და პროექტთან დაკავშირებით და ბოლოს მოგდებულ კითხვაზე პასუხსაც თუ ამომიჭრით... 


    მეტს აღარ დავაკონკრეტებ...

    ისევ ჩემი მეგობრების გამო, რომელთაც წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ შეცდომის გამოსწორების უფლებას მოგცემთ "

    "მაინც ბრწყინავდი, იმათ ბოდვას შენი სიჩუმე ჯობდა, მაგითაც ეტყობოდა გადაცემას, ხარისხი ნაკლებად აინტერესებთ, არ იჯავრო, შენ წინა პროექტის გამარჯვებული ხარ, ისე, მაქაცარია სტასზე მეტად შენ გგავს, ამიტომ ვგულშემატკივრობ", 

    "სტო პროცენტი ხარ ძმა, მეც ვუყურე და გაოცებული დავრჩი, ეს ტელევიზია დაემსგავსა მარაზმს!",

    "თვითონ ხომ უაზრობებზე ილაპარაკეს, მაგალითად კუზანოვამ, უტაქტო ქალი!", 

    "თითქმის ეგეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი ერთ-ერთ შოუში, სადაც პლუს ეთერში დაჯდომამდე, სანამ ჩემი ბლოკი მოვიდოდა ცივ დერეფანში გვაყურყუტეს მე და ცნობილი ადამიანები. მთელი „აბესალომ და ეთერის“ სადადგმო შემადგენლობა.", - წერენ სტატუსის კომენტარებში.
    ავტორ(ებ)ი : reitingi.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი