თბილისის ქუჩებში მანიაკი დადის და ერთნაირი ხელწერით ადამიანებს ხოცავს. ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, 26 წლის გიორგი ხაბელაშვილის ადვოკატი თამაზ კვახაძე ირწმუნება.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ რეალური დამნაშავე კვლავ თავისუფალია. იგი ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობასა და რამდენიმე ხნის წინ ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას შორის პარალელს ავლებს და აცხადებს, რომ 70 წლის მამაკაცი ანალოგიური ხელწერით მოკლეს.
„რამდენიმე ხნის წინ ბუდაპეშტის ქუჩაზე მოხდა მკვლელობა. 70 წლის კაცი ყელისა და მუცლის არეში დანით დაჩეხეს, შემდეგ კი სახლში ცეცხლი გააჩინეს. ეს არის ან შურისძიება, ან საქმე გვაქვს მანიაკთან, სერიულ მკვლელთან.
ფაქტია, რომ სახლიდან წაღებული არაფერი არ არის. ხაბელაშვილს უბანში ყველა იცნობდა. გიჟი უნდა ყოფილიყო, რომ დღისით, მზისით მისულიყო ოჯახში, ამოეხოცა დედა-შვილი, ეპოვა ბენზინი, დაეწვა ბავშვის ცხედარი და სახლი, მერე კი ასე დემონსტრაციულად წასულიყო. ეს აბსურდია. კრიმინალისტებმა უნდა დაადგინონ, რამდენად არსებობს კავშირი ამ ორ მკვლელობას შორის“, – აცხადებს უფლებადამცველი.
გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი ნონა რომანაძის მეუღლემ, ოთარ მამფორიამ ვინმე ზაზა ლურსმანაშვილის ინფორმაციის საფუძველზე განაცხადა, რომ მკვლელობა შესაძლოა, გიორგი ხაბელაშვილს ჩაედინა.
გამოცემის ინფორმაციით, ზაზა ლურსმანაშვილი გიორგი ხაბელაშვილის მეგობარია და ახლო ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილ ნონა რომანაძის მაზლთან, გელა მამფორიასთანაც. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხაბელაშვილმა ლურსმანაშვილს ფონიჭალაში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის დაყაჩაღება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. ლურსმანაშვილმა ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება სასამართლოშიც მისცა.
ადვოკატი კვახაძე ამტკიცებს, რომ მოწმეს, რომელმაც ხაბელაშვილს დაადო ხელი და პრაქტიკულად მისი დაცვის ქვეშ მყოფი მისი ჩვენების საფუძველზე დააკავეს, სამართალდამცველებთან პრობლემები თავად ჰქონდა.
ადვოკატის ინფორმაციით, გაწეული თანამშრომლობის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებმა ზაზა ლურსმანაშვილი მაინც დააკავეს, თუმცა ადვოკატისთვის ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება ლურსამანაშვილის დაკავება.
„პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, დაზარალებულის ოჯახს ხაბელაშვილის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება და აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესზე უამრავი მტკიცებულება გამოაშკარავდა.
„ხაბელაშვილმა არაერთხელ შეცვალა ვერსია, სად იმყოფებოდა მკვლელობის დროს. ისევე, როგორც გამომრიცხავი განცხადებები გააკეთა ლომბარდიდან ამოღებულ ოქროულობასთან დაკავშირებით. მისმა ადვოკატმა ვერც ერთი მტკიცერბულება ვერ წარმოადგინა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას დაამტკცებდა. სამწუხაროდ, ადვოკატი ახლაც ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ათასგვარი ვერსიის შემოგდებას“,- განუცხადა გამოცემას გარდაცვლილი ნონა რომანაძის დეიდაშვილმა, ხათუნა თხილაიშვილმა.
წყარო