ასი წლის მამაკაცი, რომელიც საფრანგეთის ო-დე-სენის მოხუცებულთა თავშესაფრიდან დაიკარგა ოთხმოცდაათი წლის მეზობელი ქალის საწოლში იპოვეს.
მამაკაცის დაკარგვა თავშესაფრის ადმინისტრაციამ პოლიციას შეატყობინა. სახლის გარეთ უშედეგო ძებნის შემდეგ პოლიციის შვიდმა თანამშრომელმა თავშესაფარი გულდასმით გაჩხრიკა და დაკარგული მეზობელი ქალის ლოგიონში აღმოჩინა, სადაც მას მშვიდად ეძინა, ხოლო ქალბატონი მშვიდად ელოდდა მის გაღვიძებას
აღსანიშნავია, რომ მამაკაცი ცოლთან ერთად რამდენიმე წელია თავშესაფარში ცხოვრობს. ფრანგულ მედიაში არ აკონკრეტებენ, თუ რა სახის ურთიერთობა ჰქონდა მას მეზობელ ქალბატონთან და როგორი იყო ცოლის რეაქცია მომხდართან დაკავშირებით.