ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    გიორგი ვარდოსანიძის პირველი კომენტარი „რუსთავი 2“- დან წამოსვლის შემდეგ

    „პრაიმტაიმთან“ საუბრისას კომედი არხის ხელმძღვანელმა, ალეკო მალხაზიშვილმა დაგვიდასტურა, რომ გიორგი ვარდოსანიძე შემცირებაში მოყვა. ჩვენ გიორგის დავუკავშირდით.
    – გიორგი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ „გააცინე და მოიგეს“ შენს ნაცვლად ვახო ბიჭიკაშვილი წაიყვანს. რა მოხდა?
    – ჩანაცვლება არ მომხდარა, მე დავტოვე „რუსთავი 2“. წამოვედი იმიტომ რომ შეიცვალა კონტრაქტის პირობები, თანხა რომელიც ჩემთვის უნდა გადაეხადათ, აღარ მაკმაყოფილებდა. ხელი ჩამოვართვი ჩემს მეგობრებს და წამოვედი. ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანებს. ძალიან მიყვარს მთელი ეს ჯგუფი.
    – ანუ დღეს „რუსთავი 2“-ში აღარ მუშაობთ.
    – არა.
    – შეიძლება გკითხოთ, ახლა რით ხართ დაკავებული?
    – ახლა თეატრში რეპეტიციაზე მივდივარ, მაგრამ შემოთავაზებები არის. ჯერ ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
    – შემოთავაზება სხვა ტელევიზიიდან?
    – კი.
    –  ანუ შესაძლოა სხვა არხზე, სხვა გადაცემაში გნახოთ?
    – არაფერს გამოვრიცხავ.
    ნინო მჭედლიშვილი

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი