ინტერნეტი ამერიკული ავიაკომპანია „იუნაიტედ ეარლაინის“ (United Airlines) თვითმფრინავის ბორტზე მომხდარმა ინციდენტმა მოიცვა. სოციალურ ქსელებსა და ვიდეოპორტალებზე კადრები გავრცელდა, რომელზეც ასახულია, თუ როგორ მოხსნეს რეისიდან ერთ-ერთი მგზავრი და ძალის გამოყენებით ლაინერის სალონიდან გაიყვანეს.
კადრები რეისის ერთ-ერთმა მგზავრმა გადაიღო. სკანდალური შემთხვევა ჩიკაგო-კენტუკის რეისზე მოხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კომპანიამ თვითმფრინავში არსებულ ადგილებზე მეტი ბილეთი გაყიდა. შემდეგ კი იმ მოხალისეების ძებნა დაიწყო, ვინც ამავე კომპანიის თანამშრომლებისთვის ადგილს დათმობდნენ, თუმცა რეისზე უარის თქმა არავინ მოინდომა.
კომპანია იუნაიტედმა (United) კი რეისიდან მოსახნელი კანდიდატების ძებნა თავად დაიწყო. ასეთები კი ერთ-ერთ მგზავრი აზიური წარმომავლობის ექიმი და მისი მეუღლე აღმოჩნდნენ. მათგან ადგილის დათმობაზე უარის თქმის შემდეგ, ოთხმა თანამშრომელმა მამაკაცი სალონიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მას ხელებსა და ფეხებში მოკიდეს ხელი და თვითმფრინავიდან, პრაქტიკულად, გააგდეს. ინციდენტის შედეგად ექიმმა სხეულის დაზიანება მიიღო. სკანდალური კადრების ინტერნეტით გავრცელების შემდეგ კომპანია"იუნაიტედ ეარლაინმა" ბოდიში მოიხადა.
წყარო