ვინ ვართ , სად ვართ, რა ხდება?!. 200 წელი ბნელ ოთახში („ერთმორწმუნე“) კატას ვეძებდით, თუმცა ვიცოდით კატა იქ არ იყო, მერე ვითომ თვალი აგვეხილა ,კომუნისტურ სათაგურში უფასო ყველს ვეძებდით , მაშინ, როცა მართლა გაგვახსენდა ვინ ვიყავით , მტერი ვერ დავინახეთ, ერთმანეთს დავერიეთ!.. თუ მე-20 საუკუნეში საქართველოში კომუნიზმის არჩრდილი დადიოდა , 21-ეში ბიძინას აჩრდილმა ჩამოიარა , ხელი ვტაცეთ, მოგვეწონა და მოგვწონს კიდეც.... ერთ ლანგარზე მივიღეთ დევნა-მუქარა, პატიმრობა, ლანძღვა -გინებით ადამიანების მიწასთან გასწორება, ჩვენი პასუხი კი იყო ქება - დიდება, გაღმერთება, გაფეტიშება ,მორჩილება. ჭკუა-გონების მაგიერ , გვემატება და გვემატება უსახლკაროები, გადამწვარ-გადაბუგულები, გაღატაკებულები, ხაზინის ქურდობით გამდიდრებულები, მტრობით და ღვარძლით თავგამოჩენილები. ერთი კვირის წინ ბათუმში ნივთმტკიცებულებით ვიხილეთ ის ვანდალიზმი , რაც ჩვენს ყოველდღიურობაში , ყველა სფეროში ხდება... ყველა უბედურება, რასაც ხელისუფლება და მისი კლანი სჩადის, ბრალდება სხვას, იმ პოლიტიკურ ძალას , რომელსაც უკვე პარლამენტში, საჯაროდ, ტელეეთერში ლაპარაკის უფლებასაც არ აძლევენ, რომლის ნახევარი გადაიბირა ევროპაში, ამერიკაში, სახლში ჩასვრილმა ხელისუფლებამ, პაპმპერსების გამოსაცვლელად. შევეჩვიეთ, უბედური თვისებაა ჩვენთვის, - ყველაფერს ვეჩვევით! თითქოს უკვე არავის ახსოვს ერთი კაცის ხუშტურებს შეწირული მძევლები სამშობლოდან დევნილები , პოლიტპატიმრები , მერაბიშვილი, ახალაია...და სხვები. თითქოს საათი გვკიდია ყველას ყელზე: ტუკ, ტუკ... „ბიძინა“,“ ბიძინა“ - ყველგან ეს სახელი ჩანს და გვესმის ისეთივე სიხშირით და კანონზომიერების აღქმით , როგორც სახლებში კედლის საათის წიკწიკი. უგულავა ციხიდან გამოვიდა და „იგულავა“. ერთ დროს რუხი კარდინალისაგან ანაფორაღა დარჩა, ყველაზე რეიტინგულმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ სახელი და გვარი გამოიცვალა - „ღოღი ალი“ დაირქვა... ვიტანჯებით,- როგორია აბა, „შიშველი“ კაკო ბობოხიძის, ირმა ნადირაშვილის, ხათუნა გოგორიშვილის... ცქერა! გია ნოდიამ გუშინ ფბ-ზე დაწერა: „...ევროპული საქართველო ამბობს, რომ ნარჩენ ნაცებს ბიძინას საქმის კეთება სიბრიყვით გამოსდით“-ო. მე შევეკამათე , ნუ იგონებთ ქოცურ ტრილოგიას მეთქი- ვუპასუხე. დღეს გამხსენდა, ბათუმის ამბების გამო ხელისუფლებამ ენმ დასაჯა, ენმ-მ კი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხა... რა გამოდის, სააკაშვილის გარეშე ნაციონალური მოძრაობაც უთავო მხედარია?! ჰორიზონტზე უკვე 2030 -ის შემდგომი ეტაპი - ბიძინა II , ანუ ბერა გამოჩნდა, რომელსაც 9 პოლიციელი სამსახურიდან გაუყრია! ეთიმ გურჯი გამახსენდა: „ ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია!“ სამაგიეროდ და საბედნიეროდ, ცოცხლია სააკაშვილი, ხალხს სურს, ყველაფერი ეს მას შესჩივლოს, ყოველდღე ესაუბროს, მაგრამ რატომღაც მას ვერ ვხედავთ , მისი ხმა არ ისმის, რატომ , რა ხდება?!. PS.ფეისბუკსაც უკვირს სადაა სააკაშვილი - Sandra Palavandishvili, . მიშა სადაა , როგორ აღარაფერს ამბობს ?
დავით ხვისტანი
წყარო