სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნანუკას მეგობრების უმრავლესობამ თეა წულუკიანს დედობა მიულოცა და ახალდაბადებულ გოგონას ბედნიერება უსურვა, თუმცა, იყო ასეთი კომენტარებიც:
როდის მოასწრო? ეხლახანს არ გათხოვდა? მალადეც მაგას, ვულოცავ დაწერა მსახიობმა ია ფარულავამ. ფარულავას კომენტარმა არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. "გათხოვებამდეც შეიძლება რაღაც-რაღაცეების მოსწრება," - უპასუხეს იას, რაზეც მსახიობმა დაწერა: "მერე ეგ ხომ წესიერი და პატიოსანი გოგოა.
ამ დიალოგმა ინტერნეტ-მომხმარებლების ნაწილი აღაშფოთა. მათ მსახიობი და მისი თანამოსაუბრე მამაკაცი ჭორაობაში დაადანაშაულეს.
ყველა თავის აზრს გამოხატავს და მე ყველას აზრს ვცემ პატივს, ასე რომ გავაგრძელოთ, ამ საზოგადოებაში ყველას ყველაფერი აინტერესებს მით უმეტეს ცნობილი ადამიანის, ვითომ არ იცით ახლა? ხომ არ ვცდები? ვინ სად როდის და ვისთან გააკუა ყველაფერი აინტერსებს დაწერა პასუხად ია ფარულავამ.
აუცილებლად ქორწინების მერე უნდა დარჩენილიყო ორსულად? ყველაზე რთული პროფესია ადამიანობაა,მაინცდამაინც ვენახში უნდა აეკენწლა საჯაროდ?- მისწერეს იას ოპონენტებმა და მის კომენტარს ქაჯობა უწოდეს.