ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    "სამწლინახევრის არის ბავშვი, დედას ხელიდან გაუსხლტა და მანქანამ ისე დაარტყა საბურავებიდან ძლივს გამოიყვანეს"

    დრონი.ჯი-მ გურჯაანში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც 4 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა ახალი დეტალები გაარკვია. სოფელ გურჯაანში მოხდა უბედური შემთხვევა. ადგილობრივი მკვიდრი ჩვენთან საუბარში აი რას აცხადებს:
    „დედას და მამას მიყავდა ბავშვი ბაღში. დედას პატარაც ეჭირა ხელში. სამწლინახევრის არის ეს ბავშვი, უცებ დედას ხელიდან გაუსხლტა და მანქანამ ისე დაარტყა საბურავებიდან ძლივს გამოიყვანეს. რეანიმაციაში გადაიყვანეს აქ,
    მერე დამძიმდა მდგომარეობა და თბილისში გადმოიყვანეს. წეღან გავიგე პულსი გაესინჯაო“.
    აი რა განაცხადა ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით დრონი.ჯი-სთანსაუბარში იაშვილის საზოგადოებასთან ურთიერობის სამსახურის უფროსმა:
    „ბავშვი გურჯაანიდან გუშინ შემოიყვანა კატასტროფის ბრიგადამ, გადმოყვანილია პაციენტი. წევს კრიტიკული მედიცინის , ანუ რეანიმაციიის გამყოფილებაში. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, კომაშია და არის სამ ქულიანი“.
    შეგახსენებთ, რომ გუშინ გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 4 წლის ბავშვს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი