ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ერთს დავწერ კიდევ - დარსო და რუსო რომ ძალიან მიყვარს და მთელი ცხოვრება მათი დარდი ჩემი წუხილიც იქნება, ამაზე საჯარო სივრცეში ბევრ საუბარს საჭიროდ არ ვთვლი. ახლა ერთი კითხვა მაქვს თავში - საწყალი მამიდაჩემი რომ წლებია ასევე დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილია ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიისგან და სადღაც, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე შორ უბანში ქირით ცხოვრობს, ამ ქირასაც ძლივს იხდის და იმედიც კი აღარ აქვს, რომ როდესმე სახლი ექნება, იმის სამართლიანობის აღდგენაზე რატომ არ ზრუნავენ მაშინ? რატომ მხოლოდ „ცენტრ-პოინტი" და არა სხვა კომპანიებიც? აი, ეგაა ჩემი კითხვა. შერჩევითია სამართალი?" - წერს ინგა გრიგოლია.