ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    შეადარეთ ბათუმს! უკრაინული "მაიდანი" ასე იწყებოდა! - ირაკლი გოგავა

    „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში ეხმაურება ბათუმის მოვლენებს და მას კიევის მაიდანს ადარებს: „ნახეთ ვიდეო - შეადარეთ! უკრაინული "მაიდანი" ასე იწყებოდა! ტექნოლოგია, აგრესიის დონე პოლიციის მიმართ, ჩაცმულობა, ქვები, ჯაჭვები, პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები... ყველაფერი მსგავსია ბათუმის მოვლენების! ნაცების გუშინდელი ბათუმის აქცია მხოლოდ რეპეტიცია იყო, გაგრძელებას უნდა ველოდოთ აუცილებლად და არა მხოლოდ ბათუმში. შარშან ზაფხულში ნაცების აქტივმა გაიარა სპეციალური მომზადება. ამ პროცესების დაწყებას ისინი არჩევნების ღამით გეგმავდნენ, თუმცა ჩვენი ძალოვნების მწყობრი მუშაობის და ნაცებში შიდა დაპირისპირების გამო შარშან ოქტომბერში არ გამოუვიდათ. ჩანს, გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და მიდიან ვა ბანკზე! მსგავს სცენარს შესაძლოა უცხოეთშიც გამოეხმაუროს ზოგიერთი უპასუხისმგებლო ადამიანი. კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა უცხოელს, ვისაც სურვილი შეიძლება გაუჩნდეს მსგავს ძალადობრივ სცენარს მხარი დაუჭიროს, არ გადადგან ეს ნაბიჯი, ისინი საქართველოს დაკარგავენ! აქ კომპრომისი არ შეიძლება იყოს, ქვეყანას ვერ გადავჩეხავთ ხელმეორედ უფსკრულში! დადგა ჟამი ქართველთა ერთობისა! დიდი ლუსტრაცია მოდის! ამ დროისათვის უკვე ნათელია, რომ ნაცების აქცია ჩაფლავდა! სპეცრაზმი გამართულად, აკადემიურად მოიქცა. გამოცდილი თვალისთვის აშკარაა, რომ ვანდალების დიდი ნაწილი ნაცების მიერ გაწვრთნილი ახალი ყაიდის ზონდერებია, რომლებიც საგულდაგულოდ იყვნენ ეკიპირებული ჯაჭვებით, მოლოტოვის კოქტეილებით, ზოგიერთს ჩაფხუტებიც კი ჰქონდა. ბათუმის აქციას შეფასება უნდა მიეცეს, პასუხისმგებელიც გამოკვლეული უნდა იყოს გამოძიების შედეგად!“, წერს იარაკლი გოგავა.
    ავტორ(ებ)ი :http://geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი