სააგენტო GNN-ის კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, რომ ამ წუთებისათის ბათუმი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები იკრიბებიან. მობილიზებულია ჯავშან მანქანები და ასამდე საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი. შეკრების მიზეზი ამ ეტაპისათვის უცნობია.
ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა გაერკვია თუ რა მიზნით იკრიბებოდნენ სამართავდამცველები, მაგრამ მათ ჩვენთან კომენტარზე უარი განაცხადეს და გვითხრეს, რომ ტერიტორიაზე სიმშვიდეა და არანაირ არეულობას არ ელოდებიან.
“სიმშვიდეა ბათუმი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ შეკრების მიზეზი კი არ არსებობს” – განაცხადა ერთ-ერთმა სამართავდამცველმა GNN-თან საუბრისას.
ჩვენი კორესპონდენტი ასევე ესაუბრა ბათუმის მოსახლეობას:
“არ იგეგმება არანაირი არეულობა, ის რაც გუშინ მოხდა იყო ვანდალიზმი, მაგრამ სამართლიანი. გუშინდელი შემთხვევის განმეორებას არ ველოდებით, მაგრამ არსებობს საფრთხე” – განაცხადა GNN-თან საუბრისას ბათუმის მკვიდრმა.