ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    უკრაინელი ჟურნალისტი: მე არ მომწონდა სააკაშვილის მოსვლა და კიდევ უფრო მისი წასვლა მეწყინა

    უკრაინელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, ასევე ოდესის მაცხოვრებელი ზოია კაზანჟი, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს. კერძოდ ის სინანულს გამოხატავს სააკაშვილის მიერ გუბერნატორის პოსტიდან წასვლას და აღნიშნავს, რომ მისი უკრაინულ პოლიტიკაში ყოფნა აუცილებელია. 







    "მე არ მომწონდა სააკაშვილის მოსვლა. და კიდევ უფრო მისი წასვლა მეწყინა.

    ამის შესახებ არაერთხელ დამიწერია. და ვცდილობდი ობიექტური ვყოფილიყავი, ჩემი აზრის ემოციებისა და საკუთარი რეფლექსების  გარეშე არგუმენტირებას ვცდილობდი.

    ქვეყანაში, სადაც ყველა ერთმანეთს გადაკიდებულია, სადაც მაღალ ეშელონებში ბუტაფორიული კინკლაობა მიდის, სადაც  მხოლოდ ფულზე ლოცულობენ, საჭირო იყო ისეთი ადამიანი, რომელიც ასეთ მანქანას საბურავებში ჯოხს შეურჭობდა და ოდნავ მაინც შეაჩერებდა მის სვლას. 

    სააკაშვილი ჩვენს პოლიტიკუმში გიჟს გავდა. ყველგან ძვრებოდა, კითხვებს სვავდა, ყვიროდა და იმუქრებოდა, საკუთარ უფლებამოსილებას აჭარბებდა და არაფრით სურდა მთავრობის რიგებში მყოფი ადამიანების რიცხვისთვის მიეკუთვნა თავისი თავი, სადაც მის ასე ძალიან ჩატენვას ცდილობდნენ. 

    დიახ მას არჩევნები სურდა. ზუსტად იმიტომ, რომ პარლამენტში მისი პოლიტიკური ძალა შესულიყო. დიახ, მას უცნაური კოსტუმები ეცვა და არანაკლებ უცნაური ქცევებიც, გამოხტომებიც კი. დიახ, მან უამრავი საკადრო შეცდომები დაუშვა. დიახ, მის კონკურსებთან დაკავშირებით უამრავი კითხვები ჩნდება. დიახ, ის გამალებით ცდილობდა ბოროვიკის მერად გახდომას და აქტიურად აგიტირებდა მისთვის. დიახ, მისი წყალობით ახალი ადამიანები პოლიტიკაში მოხვდნენ. დიახ, ის არაერთგვაროვანი იყო ადგილობრივ ოლიგარქებთან მიმართებაში.

    მარგამ. ის და ხალხი, რომლებიც მასთან ერთად მოვიდნენ, დამოუკიდებლობის დღიდან ოდესის ოლქის ისტორიაში  ყველაზე არაკორუმპირებულები იყვნენ. მისი მართლაც ეშინოდათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ნახევრადკრიმინალურ წრეებში ამბობდნენ, რომ "უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია".  

    ის თითქმის ყოველ დღე ტელეეკრანებზე ჩნდებოდა და მას არ ეშინოდა ყოფილიყო აბსურდული. ის დემონსტრაციულად ამტკიცებდა რომ მისთვის შიდა პოლიტიკური გარიგეგბები მიუღებელი იყო და ამითაც ბევრს ნერვებს უშლიდა.

    მისი ოდესის გუბერნატორად დანიშვნიდან ერთ თვეში მე ვამბობდი, რომ ის უცხოა და არის იმედი იმისა, რომ ამან ეფექტი იქონიოს. მას ჰქონდა შანსი გაენადგურებია. და მან ეს დაიწყო. და ვწუხვარ, რომ არ დასცალდა. მისი წასვლა, პირადად მე როგორც ღალატი ისე აღვიქვი. მაგრამ შესაძლოა მას მიზეზებიც ჰქონდა. ალბად ისეთი მიზეზებიც, რომელთა შესახებაც მან საუბარი არ ისურვა. 

    აქ მას არაფერი გამოუვიდა, სამაგიეროდ გაუვიდათ მათ. სწორედ ეს არის ჩვენი უდიდესი პრობლემა.

    და ის რომ ახლა მიშას გუნდიდან ხალხის გამოთრევას ცდილობენ, სხვადასხვა შეკერილი საქმეებით, სასამართლოებზე დაბარებებით, როგორიც მაგალითად ახლა თეიმურაზ ნიშნიანიძის მიმართ ხდება, ეს ის ჩვეულებრივი ჯაჭვია. და სახელმწიფო ტრელეარხებისა და მედია საშუალებების სიჩუმე– ესეც ამ ოპერიდანაა. ოპონენტებისა და მტრების  ბოღმიანი სიხარულის გამოხატვაც ასევე კარგი მარკერია. 

    მე არ ვარ სააკაშვილის თაყვანისმცემელი. მე მის მიმართ საკმაოდ ფხიზელი დამოკიდებულება მაქვს.

    მაგრამ უკრაინულ პოლიტიკაში მისი არსებობა ყველა ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანია. თქვენ ხომ თავად ციტირებდით იმის შესახებ, რომ "სჯობს 5 წელი შეცდომები, ვიდრე 50 წელი საბოტაჟი". 

    და მერე?"

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი