„არსად არ წერია, რომ საქმე გადაიდო უვადოდ. იურისპოდენციაში ეს ცნება არ არსებობს. ეს არის ნიკა გვარამიას ფარსი, მისი კიდევ ერთი ტყუილი. ეს პოპულისტი ადამიანი, ყოფილი პროკურორი ყველაფერს კადრულობს. ის ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თითქოს უვადოდ წერია. საუბარია, მორიგე მოსამართლის გადაწყვტილება მისაღებად მიიჩნიეს და მომავალ შეტყობინებამდე გაგრძელდეს ვადა. სად წერია უვადო? როგორც წლების განმავლობაში შეჰყავდა მის პარტიას ჩვენი ქვეყანა შეცდომაში, ასეთივე ტყუილია. მოსახლეობას მოვუწოდებ არ აყვნენ. მამაზეციერი ვერ გააუქმებს სასამართლოს გადაწყვეტილებას... შესაძლებელია სასამართლოს რეკომენდაციებით მიმართონ, თუმცა, დამოუკიდებელი ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვერავინ გააუქმებს.
„რუსთავი 2" არ არის მარტო პარტიული ტელევიზია, ეს არის დამნაშავე მასობრივი ინფორმაციის საშაულება. ვერ ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც მხარს უჭერენ ამ ტელეკომპანიას. ესენი არიან ზუსტად ის ადამიანები, ვისაც ძალიან უნდათ "რუსთავი 2″-ის მოჯადოებული წრიდან გამოსვლა, თუმცა, ვერ გამოდიან, იმიტომ რომ ამ კომპანიასთან ერთად ყელამდე ლაფში ზიან", - განაცხადა კარლო კოპალიანმა.