ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    დინამოზე, რაგბის თამაშის შესვენებაზე ბიჭმა გოგოს ხელი სთხოვა

    საქართველო-რუსეთს შორის “რაგბი ევროპის” ტურნირის ბოლოსწინა, მეოთხე შეხვედრის პირველი ტაიმის შესვენებაზე, ბიჭმა გოგოს ხელი საჯაროდ სთხოვა.
    ხელის თხოვნა მონიტორზე დაფიქსირდა.
    რაც შეეხება თამაშს, გიორგი კოშაძემ პირველი ლელო დადო, გარდასახვა კი მერაბ კვირიკაშვილმა განახორციელა.
    მეორე ლელო საკუთარ ანგარიშზე ვასილ ლობჟანიძემ ჩაიწერა, გარდასხვა მერაბ კვირიკაშვილმა წარმატებით განახორციელა და ანგარიში 14:0 გახდა საქართველოს სასარგებლოდ.
    პირველი ტაიმის დასასრულს, რუსებმა ჯარიმა ვერ შეასრულეს და ანგარიში უცვლელი დარჩა.
    საქართველო-რუსეთი ერთმანეთს აქამდე 20-ჯერ შეხვდნენ. აქედან “ბორჯღალოსნების” ანგარიშზე 18 მოგება, ერთი წაგება და ერთი ფრეა. “ბორჯღალოსნები” “დათვებს” ბოლოს შარშანწინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდნენ და თამაში 33:0 მოიგეს.
    ხოლო რაც შეეხება რუსეთს, ის 4 ქულით ბოლოსწინა მეხუთე ადგილზეა.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი