„ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ბატონი ნიკა მელია წარმოადგენს გუშინდელი მოვლენების შემდეგ აღარ არის ჩვენი ოპონენტი და ჩვენი ოპოზიცია. ესენი არიან უკვე ქვებით შეიარაღებული, ქუჩში მორბენალი ჯგუფი და მათ მოუწევთ სრული პასუხისმგებლობის აღება იმ პროცესებში მონაწილეობისთვის, რაც გუშინ ხდებოდა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა. თალაკვაძეს რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს იმის დასტურად, რომ წუხელ ღამით ბათუმში მომხდარ არეულობაში „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იყვნენ ჩართულნი. „ის რომ ეს იყო მათი დღის წესრიგის ნაწილი დასტურდება რამდენიმე ძალიან მყარი არგუმენტით. პირველი ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რატომ გაიყო „ნაციონალური მოძრაობა" ორ ნაწილად, იმიტომ რომ ბატონი ნიკა მელიას დაჯგუფება მომხრე იყო ქვეყანაში დესტაბილიზაციის, რევოლუციური სცენარების, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია. მეორე - ჩვენ თუ ამოვიღებთ და ვნახავთ გუშინდელ ვიდეომასალას იქ აშკარად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები პირდაპირ მონაწილეობდენენ იმ ვანდალიზმში, რაც ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე ხდებოდა. შემდეგი მათ გამოუცხადეს ამ ვანდალიზმს სოლიდარობა და დააანონსეს ანალოგიური შეკრებები საქართველოს მაშტაბით. მინიმუმ ეს არგუმენტები უკვე ადასტურებს, რომ ისინი ამ პროცესში იყვნენ ჩართულნი", - განაცხადა თალაკვაძემ.