რ2 საქმესთან დაკავშირებით პოეტი რეზო ამაშუკელი "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს და შეერთბული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებას მწვავედ აკრიტეკებს. ამაშუკელი საქართევლოდან აშშ-ს ელჩის ”გაძევებას” ითხოვს:
"მოვისმინე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება რუსთავი 2-ის სასმართლოსთან დაკავშირებით დაკიდევ ერთხელ გამიტყდა გული! რა უფლება აქვს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, საქართველოს უზენაესი სასმართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური შეფასება მისცეს, სააკაშვილის პარტიულ ტელევიზიას გადაეფაროს და ჩვენს საშინაო საქმეებში ხელი აფათუროს?! როგორც მონებს ისე გვექცევიან!..
ტრამპის გაპრეზიდენტებას აღფრთოვანებით შევხვდი, რადგან იგი ქადაგებს იმ ღირებულებებს, რომელიც ჩემთვის და ყველა ქართველისთვის , ვისაც ეროვნულად უძგერს გული, უმნიშვნელოვანესია. ძალიან არ მინდა იმედი გამიცრუვდეს და ტრამპიც ლიბერასტული ძალების ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდეს.საქართველოს რაც შეეხება, ჩვენი საქმე კარგად ვერ იქნება მანამ, სანამ აქ ეგდება ელჩი იან კელი -ჩვენი "გენერალ-გუბერნატორი", რომელიც საქართველოს მართავს, როგორც საცდელ ლაბორატორიას! ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ამერიკის ელჩი არ შეიცვალა და ეს კელი თუ ნაკელი არ წაეთრა, ის არის, რომ ჩვენ უთავმოყვარეო ერი ვართ! დიახ, როგორც ჩანს, ქართველებს თავმოყვარეობის ნატამალი აღარ შეგვრჩა!..
და კიდევ :ერთხელაც ვუბრუნდები იმას, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე -ამერიკის ელჩმა სასწრაფოდ ჩაალაგოს თავისი ბარგი-ბარხანა და გაუდგეს გზას, სანამ ქართველი ხალხი გააძევებს! მოვუწოდებ ქართველ ხალხს- დავირაზმოთ და საქართველოდან გავაძევოთ ამერიკის ელჩი იან კელი! გავაძევოთ ყველა ვაი დიპლომატი, ვინც სულში გვაფურთხებს" ! აცხადებს ამაშუკელი