ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მიტროპოლიტი ქრისტეფორე: საწამლავი საპატრიარქოსთვის უცხო არ არის!

    მიტროპოლიტი ქრისტეფორე: საწამლავი საპატრიარქოსთვის უცხო არ არის!
    საერთოდ, საწამლავი საპატრიარქოსთვის უცხო არ არის!“ – ასე ეხმაურება მიტროპოლიტი ქრისტეფორე საპატრიარქოში შექმნილ ვითარებას გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში და სასულიერო პირის მოწამვლის კონკრეტულ ფაქტს იხსენებს.
    “დღეს საპატრიარქოში იბრძვიან მხოლოდ იმისთვის, ვის მეტი ქონება დარჩება!” საერთოდ, საწამლავი საპატრიარქოსთვის უცხო არ არის! მაგალითად, ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი, მეუფე შიო ავალიშვილი მოწამლეს და მოკლეს, რადგან მან, საპატრიარქოში მეუფე ამბროსი ქათამაძესთან და ჩემთან ერთად, პირდაპირ ამხილა პედოფილები და ჰომოსექსუალები! მეუფე შიო ამის შემდეგ ყოველთვის შიშობდა, რაღაცას შემამთხვევენო და მართლაც ასე მოხდა – 1992 წელს მეუფე შიო მოწამლეს”,- აცხადებს მეუფე ქრისტეფორე. ამავე ინტერვიუში მეუფე ამბობს, რომ არ შეიძლება ადამიანი ბერი იყოს და თან მილიონებში ხელს „ურევდეს“. მისივე თქმით, ის, რაც დღეს საპატრიარქოში ხდება, პატრიარქის ტახტის ხელში ჩაგდებას ემსახურება. “პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა დიდი ხანია დაწყებულია. აქ არამარტო ტახტისთვის, არამედ, გავლენის სფეროების კონტროლისთვის მიდის ომი, რადგან საპატრიარქო დიდი ხანია გადაქცეულია ბიზნესის გამტარ დაწესებულებად. ყველამ ვიცით, რომ ბერები მილიონებს ეპოტინებიან… კაცი, რომელიც მილიონებში ურევს ხელებს, კომფორტულად ცხოვრობს და საუკეთესო მანქანებით დადის, არ შეიძლება ბერი იყოს!” – აცხადებს მეუფე ქრისტეფორე.
    შეკითხვაზე, თუ რას უნდა ველოდოთ სინოდის სხდომიდან, რომელიც 9 მარტს გაიმართება, მეუფე ქრისტეფორე პასუხობს, რომ სინოდის სხდომიდან არაფერს ელოდება. “ეგენი ისეთ ფულებში ტრიალებენ, რომელი მოისურვებს შემოსავლის წყაროს დაკარგვას? გამორიცხულია! დამერწმუნეთ, არავითარი დაპირისპირება სინოდის სხდომაზე არ იქნება”.
    მეუფე ინტერვიუში ვერ აკონკრეტებს, განკვეთავენ თუ არა სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს (პაატა ცაავას). “ეს გამორიცხულია. ერთმანეთის ცოდვის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. დღეს საპატრიარქოში იმდენი ცოდვა ტრიალებს, როდრიგო და ჩეზარე ბორჯიებსაც კი გააკვირვებდა! ამიტომ, როცა ერთმანეთის ცოდვების შესახებ ყველაფერი იციან, იქ შენ ვინმეს დასასჯელად ნაბიჯს ვერ გადადგამ! მეუფე პეტრე ცაავამ თუ პირი მოხსნა, საპატრიარქო, შესაძლოა, თავზე დაგვემხოს. ამიტომაც ვაცხადებ: დამერწმუნეთ, მეუფე პეტრე იმის მეათედსაც არ ლაპარაკობს, რაც მან სინამდვილეში იცის”, – აცხადებს მიტროპოლიტი ქრისტეფორე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

     http://mpress.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი