„ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში 9 აპრილის ხსოვნისთვის შესაფერისი მონუმენტის დადგმის საჭიროებაზე საუბრობს: „მრავალი წლის მანძილზე ერთი ხეირიანი ხელისუფალი მაინც რომ გამოჩენილიყო ქართული პოლიტიკის კაბადონზე, დღეს ტიტა-ვარდებით ხელდამშვენებულები და ოპერატორების გარემოცვაში ჩაფლულები 9 აპრილის დღის ხსოვნისადმი მიძღვნილ მონუმენტთან მივიდოდნენ და არა უსახურ ვითომდა მემორიალურ ''ჯიხურთან'', რომელიც ავადსახსენებელ ღამეს გვახსენებს! რას ემსახურება და რისთვისაა ის რაღაც ნაგებობა 9 აპრილის ტრაგედიის ადგილზე, ბევრი მიფიქრია და პასუხი არ მაქვს.... გმირების ხსოვნა ბევრად მეტს იმსახურებს, ბევრად თემატურსა და ბევრად შთამბეჭდავს, მაგრამ ამაოდ..... სადაა პატრონი?!“ წერს ნანა გაგუა.
სხვა ამბები
გმირების ხსოვნა ბევრად მეტს იმსახურებს, მაგრამ სადაა პატრონი?! - ნანა გაგუა
Loading...
Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com
სხვა ამბები
Ярлыки:
სხვა ამბები