ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ნუცა მახვილაძეს სტუდენტები ემშვიდობებიან – „ნუცას არ უნდოდა მშობლებს ენერვიულათ“


    ქართველი ტელეწამყვანის, მაია ასათიანის შვილს, ნუცა მახვილაძეს, რომელიც 23 თებერვალს პარიზის საავადმყოფოში მენინგიტით გარდაიცვალა, სტუდენტები ემშვიდობებიან. ნუცას კურსელები საფრანგეთში ქართულ მართლმადიდებელ ტაძარში შეიკრიბნენ და  ნუცას სულისთვის ილოცეს. სტუდენტები სიტყვით გამოვიდნენ და ნუცას შესახებ ისაუბრეს.

    როგორც ერთ-ერთი ქართველი სტუდენტი – ქეთი არჩაია ყვება, ნუცა ძალიან კომუნიკაბელური გოგონა იყო.
    „ნუცა ყველა ეროვნების წარმომადგენელს ემეგობრებოდა. ძალიან პოზიტიური და მხიარული იყო, მაშინაც კი, როდესაც უკვე ავად იყო. ის არავის აჩვენებდა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. ყოველთვის მომღიმარი, ყოველთვის ბედნიერი, ყოველთვის პოზიტიური. ის არასოდეს ლაპარაკობდა საკუთარ თავზე, ის ყოველთვის უსმენდა სხვებს.

    ნუცა ძალიან ძლიერი იყო, სტუდენტები ყვებიან, რომ კლინიკაში წასვლის წინა დღეს ნახეს, ავად იყო, მაგრამ მაინც მხიარულად გამოიყურებოდა. მისმა მშობლებმა ავადმყოფობის შესახებ არაფერი იცოდნენ, რადგან ნუცას არ უნდოდა მათ ენერვიულათ.

    მე ნუცას მშობლების თავშეკავებამ აღმაფრთოვანა. როდესაც ისინი პარიზში ჩამოვიდნენ, ნუცა უკვე ძალიან ცუდად იყო და მისი გადარჩენის შანსი იყო მინიმალური. მიუხედავად ამისა, ისინი ემოციებს ყველანაირად მალავდნენ და თავი ღირსეულად ეჭირათ. ნუცას გარდაცვალების შემდეგ კი მოკლე დროში პირადად  მოაგვარეს საკითხი, რომ ის საქართველში გადაესვენებინათ“, – ამბობს ქეთა არჩაია.

    რამდენიმე დღის წინ, ნუცას ახლობლების მშობლებმა მისი სახელობის ფონდი დააფუძნეს, რომელიც ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს დაეხმარება, რათა მათ საზღვარგარეთ სწავლა შეძლონ.
    წყარო
    шаблоны для dle 11.2

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი