პოლიტიკა
სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ბათუმის მოვლენებზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის ლევან ვარშალომიძის ფარული სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებას აანონსებს.ექსპერტის განმარტებით, ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ ითხოვს სააკაშვილი ბათუმში გამართულ აქციაზე მსხვერპლს, რათა შემდეგ ხალხის ქუჩაში გამოყვანა მოხდეს."უკრაინელმა კოლეგებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ უმოკლეს ხანში დაიდება სოციალურ ქსელებში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ვარშალომიძის სატელეფონო საუბრები, სადაც ექსპრეზიდენტი მსხვერპლს ითხოვს, რათა მოსახლეობა ქუჩაში გამოეყვანათ", - განაცხადა წითელაშვილმა "პირველ პრესკლუბში“. მისი თქმით, სააკაშვილს უკრაინის ხელისუფლება უსმენს, შესაბამისად, ჩანაწერებს მეზობელი სახელმწიფო გაავრცელებს."მიხეილ სააკაშვილს, ბუნებრივია, უკრაინაში უსმენენ. მით უმეტეს, როცა ის ოპოზიციაში გადავიდა და ხელისუფლებასთან დაპირისპირებაშია. ამიტომ, როგორც ყოველთვის უკრაინის მხრიდან ვრცელდებოდა სატელეფონო საუბრები, უმოკლეს ხანში იმ საუბრებს დადებს უკრაინული მხარე, რა საუბრები სააკაშვილს ჰქონდა მელიასთან და ვარშალომიძესთან", - აღნიშნა ტრისტან წითელაშვილმა.
Home
პოლიტიკა
უმოკლეს ხანში დაიდება მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ვარშალომიძის სატელეფონო საუბრები, სადაც ექს-პრეზიდენტი მსხვერპლს ითხოვს
უმოკლეს ხანში დაიდება მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ვარშალომიძის სატელეფონო საუბრები, სადაც ექს-პრეზიდენტი მსხვერპლს ითხოვს
Loading...
Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com
Ярлыки:
პოლიტიკა