ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • წლის სირცხვილი, დაშორება, გაშიშვლება, ბლატაობა, სპორტსმენი – 2016 წლის ნომინაციები


    ხმაურიანი და სკანდალური ამბები ქართულ შოუბიზნესს არც 1016 წელს დაჰკლებია. „პრაიმტაიმმა“ ჩაატარა გამოკითხვა და სხვადასხვა ხმაურიან ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინა.
    წლის „ბლატაობა – მერსი სულხანიშვილის საქმის გარჩევამ „ნიკორას“ მაღაზიაში მართლაც ყველა რეკორდი მოხსნა. ვიდეომ, სადაც მერსი მაღაზიის კონსულტანტს „ებლატავა“, სოციალური ქსელი „ააფეთქა“. ამ ამბავმა მერსიზე ისე იმოქმედა, რომ ჟურნალისტი დროებით მონასტერშიც კი განმარტოვდა. თუმცა მალევე ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.


    წლის ქორწინება – იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თავისი გათხოვების ამბავი თავად გაასაჯაროვა სოციალურ ქსელში. თეა წულუკიანი 41 წლისაა, მისი რჩეული ნუგზარ კაკულია – 32 წლის. როგორც იუსტიციის სასწავლო ცენტრის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, „ნუგზარ კაკულია 1984 წელს თბილისში დაიბადა. აქვს მენეჯერული მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება. არის მარკეტინგის ანალიტიკური მიმართულების სპეციალისტი. მიღებული აქვს უმაღლესი განათლება თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულები კარატეში, არის შავი ქამრის მფლობელი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს“.

    წლის სირცხვილი – ნატა გულიაშვილის გამოჩენამ პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა“ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. დაჩაგრული კონკურსანტის როლმა ბევრი გააღიზიანა და სოციალურ ქსელში მისი დაცინვაც დაიწყო. ნატას ნომრის ეთერში გასვლის შემდეგ კონკურსანტს ქმარი გაუბრაზდა. ნატა საცხოვრებლად დედასთან გადავიდა და დღემდე ქმართან ურთიერთობა არ აქვს. „თავიდანვე მთხოვა, არ წახვიდეო. გამოგიყენებენ და არ გადაგიყვანენ შემდეგ ტურშიო. მე ვამშვიდებდი, ნუ ნერვიულობ, გადავალ-მეთქი. როგორც მე მარწმუნებდნენ და მაჯერებდნენ, მეც ისე ვეუბნებოდი. საბოლოოდ პროექტის მსხვერპლი აღმოვჩნდი. ისე დამაზარალეს მორალურად, ფსიქოლოგიურად, ამ მდგომარეობიდან ოდესმე თუ გამოვალ, არ ვიცი. გამანადგურეს მთლიანად“, თქვა ნატამ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.

    წლის პოპულარული ბრენდის წოდება – არავის დაუთმო კომპანია „ლაქშერი კოსმეტიკსმა“. გამოკითხულთა უმრავლესობამ ბრენდის ხსენებაზე სწორედ ეს კომპანია დაასახელა. ამ კომპანიაზე  „პრაიმტაიმში“ დაბეჭდილი და ჩვენ საიტზე განთავსებული სტატიებიც ყოველთვის დიდი რეიტინგით სარგებლობდა. კომპანიის დირექტორმა, ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ახალი მარკეტინგის მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი, რაც მალე  სხვა სილამაზის ცენტრებმაც აიტაცეს.
     
    წლის დაპირისპირება – ნინი ონიანი მაია ასათიანს გადაცემიდან ამოჭრაში ადანაშაულებს. ამ თემაზე ნინი ერთ-ერთ ინტერვიუში ვრცლად საუბრობს. „ძალიან გაბრაზებული ვარ, სხვა ჩემს ადგილას ამას თითზე დაიხვევდა, დაატრიალებდა და ერთ ამბავში იქნებოდა. დამირეკა პროდიუსერმა, მითხრა, რომ გადაცემა უნდა ჩაეწერა და უნდა მივსულიყავით. არანაირი პრობლემა არ მქონდა და წავედით. მანამდე მაიას ტელევიზიიდან კი არა, ჩემი მეუღლის მხრიდან ვიცნობდი, მისი ტურისტულიდან მოგზაურობს ხოლმე. 18 კაცი ჩაგვწერეს. გამოვიდა პრომო და მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე. ჩემ გარდა ყველა ჩანდა პრომოში. დავურეკე პროდიუსერს, რა ხდება-მეთქი. მითხრა, შეცდომაა და არ მიაქციო ყურადღებაო. მოვიდა „პროფილის“ დღე და აღმოჩნდა, რომ გადაცემაში საერთოდ არ ვიყავი. ეს ყველაფერი დიდი არაპროფესიონალიზმია. როცა პრეტენზია გაქვს, რომ წამყვან არხზე წამყვანი ჟურნალისტი ხარ. არ გეკადრება მსგავსი რამ. ჯერ საბავშვო ბაღი ხომ არ არის, ადამიანი მოგყავს, წერ და მერე ჭრი. დაახლოებით ვიცი, რაც ხდება, უბრალოდ, ეს იმდენად პირადულია, ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ მაიამ ხომ იცის თვითონ. გადაცემაში რომ არ ვიყავი, ისევ მივწერე პროდიუსერს, ხომ არ აფრენთ, გამაგებინეთ, რა ხდება-მეთქი. პროდიუსერმა მითხრა სისულელე: პრომოში რომ არ იყავი და მერე სტატუსი დაწერე, ეგ წაიკითხა მაიამ და ამოგჭრაო. ანუ რა გამოდის, ჩემ გამო მაიამ თავიდან დაამონტაჟა გადაცემა? რა სისულელეა, ვის სჯერა ამის, 4 წელია „რუსთავი 2“-ში ვმუშაობ და ზეპირად ვიცი, რა ხდება. რა აზრი აქვს ჩემს კამათს, უბრალოდ, მაია ასათიანს რცხვენოდეს, ამხელა ქალია. პირადი ინტერესების გამო რომ საქმეს აფუჭებ, შენი სირცხვილია – შენი რეპუტაციის შელახვაა და არა რესპონდენტის“. – ამბობს „თბილისელებთან“ ინტერვიუში მსახიობი ნინი ონიანი“, – წერს ნინი.

    წლის ბარათი – ამ ნომინაციაში პირველობა არავის დაუთმო vip clubის ბარათმა. ამ ჯადოსნური ბარათის მფლობელებმა ერთხმად აღიარეს, რომ წლის განმავლობაში ბარათით სარგებლობისას საკმაოდ დიდი დანაზოგი გააკეთეს. ისარგებლეს არაერთი კაფე-ბარის, მაღაზიისა თუ გასართობი ცენტრის უპრეცედენტო ფასდაკლებით. vip clubის  დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, სოსო სვიანაძემ წლის განმავლობაში არაერთი სიურპრიზი მოუწყო კლუბის წევრებსა თუ პარტნიორ კომპანიებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებობს vip clubის რესპუბლიკაც, რომელსაც თავისი სელებრითი მინისტრები ჰყავს. „პრაიმტაიმი“ მადლობას უხდის აღნიშნულ კლუბს თანამშრომლობისთვის.

    წლის გაშიშვლება – სვანეთში გაშიშვლებული ბიჭის ფოტოს კონკურენცია ვერ გაუწია ვერც ერთმა მკერდმოშიშვლებულმა ქართველმა სელებრითმა ქალმა. სვანური კოშკების ფონზე გაშიშვლებულ ბიჭს სვანებმა ბოდიშიც მოახდევინეს და ვიდეომიმართვაც გაავრცელეს. რუდოლფ ავდალინოვს მომხრეებიც გამოუჩნდნენ, იყვნენ ისეთებიც, ვინც სოლიდარობის ნიშნად მსგავსი ფოტოების გადაღებასაც არ მოერიდნენ.


    წლის დაშორებაშერიგება – ნუკა კვალიაშვილისა და ნიკა კობახიძის წყვილი ნუკას დამსახურებით ხშირად იყო ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა ნუკას სტატუსის შემდეგ, როცა მომღერალმა ქმართან დაშორება საჯაროდ აღიარა. „ოფიციალურად ვაცხადებ ჩემს სტატუსს, რომ: Divorced… რატო თქვენი საქმე არ არის… რაც ხდება ტყუილად არ ხდება… ბოლო ბოლო 10 წლის სტაჟი მაქვს ამ თემაში… ყველას წარმატებას ვუსურვებ ცხოვრებაში, თქვენ ქე მაინც იცით რა გულიანი ადამიანი და პიროვნება ვარ”, – დაწერა სოციალურ ქსელში ნუკა კვალიაშვილმა. დაშორების მიზეზებზე წყვილს არ უსაუბრია. ნუკას მომდევნო სტატუსმა სხვა კითხვის ნიშნებიც გააჩინა, – „რა დონის უთავმოყვარეო უნდა იყო გოგო რომ ვირთხასავით დაეტაკო იმ ნადავლს, რაც პირველივე შეგხვდება… ოჰ, როგორ ვღადაობ ეს დღეებია, როგორ ვღადაობ და რამდენ გაპაზორებულ გოგოს ვხედავ… სულ ტყუილად! მინდა გითხრათ… და კაცებო, მიაქციეთ ამ საცოდავებს ყურადღება, თორე ისეთი ჩასაფრებულები ყოფილან, თვითონ მაგ სიტყვასაც უკვირს მაგათი… იდეა შესრულებულია ხუთიანზე და საცოდაობის სტატისტიკაც ამოხსნილია…”
    მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ ნუკა და ნიკა კვლავ ერთად არიან, ეს სტატუსები კი უბრალოდ, ერთგვარი გამოცდა იყო. ვისი გამოცდა სურდა მომღერალს და რა მიზეზითა თუ მიზნით, უცნობია.

    წლის სპორტსმენი – ამ ნომინაციაში გამარჯვებული იუმორისტული პასუხებიდან გამოვავლინეთ. როგორც აღმოჩნდა, ჩვენს მკითხველს ჯერ კიდევ ახსოვს სტატია სათაურით „სოფო ბედიას ქმარმა ვარჯიში დაიწყო“. ასე რომ, ამჯერად ქედს ვიხრით ქართველი რაგბისტების წინაშე და წლის სპორტსმენად სიმბოლურად – მიშა მესხს ვასახელებთ.


    წლის სკანდალური დაშორება – „პრაიმტაიმის“ ინტერვიუს მოჰყვა. ჩვენს მკითხველს ამ ნომინაციაზე მომღერალი თიკა ჯამბურია და მისი შეყვარებული გიორგი ბრაგვაძე გაახსენდა. სტატიამ სათაურით, – „გიორგი ბრაგვაძე თიკა ჯამბურიაზე: „არა, რა შეყვარებული, ღადაობთ?!“ წყვილი ერთმანეთს გადაჰკიდა და საბოლოოდ დააშორა.

    წლის წაქცევა – ნინო ჩხეიძის „იმედის“ პირდაპირ ეთერში წაქცევა სოციალური ქსელის ჰიტად იქცა. „აქამდე ჟურნალისტები რომ მეკითხებოდნენ, რამე კურიოზი გაიხსენეო, სულ მიჭირდა პასუხის გაცემა, იმიტომ რომ მართლა არ მქონდა. ახლა, პირველ რიგში, მაგას მოვყვები. კიბეზე ჩამოვდიოდი, ხელში ჩემი ახალი ალბომები და ჩემი სახელობითი ჭიქა მეკავა. თუ დააკვირდებით, ხელი არ გამიშვია ჩემი ნობათისთვის. ვერ აგიხსნით, რა ხდებოდა იმ წამს ჩემს თავში. დიდი ასოებით დაწერე, – გ ა მ ო ვ შ ტ ე რ დ ი! რომ წარმოვიდგინე პირდაპირი ეთერი, რომ ამას ვერავინ ვეღარ ამოჭრის, რომ ამდენი ხალხი ნახავს… არ ვარ ხიფათიანი, ასე არ ვვარდები ხოლმე, პირველად დავეცი. ისტერიულ-ნერვული სიცილი მჭირდა ორი დღის მანძილზე“, – ყვებოდა ნინო წაქცევით გამოწვეულ განცდებზე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.
     წლის სკანდალური წყვილი – თინა მახარაძისა და დიმუ მენაბდის თამამი ფოტოები აგრესიას იწვევს ხალხში. წყვილის ინტიმური სურათები დიდი მითქმა-მოთქმის ობიექტია. თინა და დიმუ ერთმანეთს სოციალურ ქსელში საჯაროდ ესიყვარულებიან, ასევე, დიდ ყურადღებას იქცევენ „ფეისბუკზე“ კომენტარებში ბილწსიტყვაობით. „შენზე ვყ*ევდები, ჩემო განსაკუთრებულო“, წერს დიმუ.

    წლის ხმაურიანი დაშორება – ერეკლე კოდუასა და ნანუკა ჟორჟოლიანის დაშორება მთელი წელი ეყო საზოგადოებას სალაპარაკოდ. განიხილავდნენ დაშორების მიზეზებსა და ერეკლეს ახალი შეყვარებულის ვიზუალურ მხარეს. ერეკლე კოდუას შეყვარებული კატიკა დიდა უკრაინელი წარმოშობის გოგონაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში ცხოვრობს. კატიკა გახდა ნანუკასა და ერეკლეს ოჯახის დანგრევის მიზეზი. „მივხვდით, რომ ერთმანეთის თანამებრძოლებად და მეგობრებად ჩამოვყალიბდით. ორივემ აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთისთვის ძმაკაცები ვართ“. – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში, ერეკლესთან დაშორების შემდეგ. კატიკა დიდა ერეკლეზე 19 წლით უმცროსია.
    ნინო მჭედლიშვილი
    წყარო

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    TOP.GE

    liveinternet.ru მთვლელი