ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    გიორგი თარგამაძის ცოლის კომპანიას სახელმწიფო ქონება ერთ ლარად გადასცეს

    გიორგი თარგამაძის ცოლის კომპანიას სახელმწიფო ქონება ერთ ლარად გადასცეს
    საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 თებერვლის განკარგულებით შპს GOLDEN GRAINS-ს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა მცხეთაში, სოფელ აღდგომიანთკარში მდებარე 3877 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2436 კვ.მ შენობა-ნაგებობა. ამ საწარმოს მფლობელები არიან თურქეთის 2 მოქალაქე და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის გიორგი თარგამაძის მეუღლე თათია თოფურია. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 21 თებერვალს გამოსცა განკარგულება №289, რომლითაც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აღდგომიანთკარში მდებარე 3877 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2436 კვ.მ შენობა-ნაგებობა 1 ლარის საფასურად საკუთრებაში გადაეცა შპს GOLDEN GRAINS-ს, რომელმაც 2 წლის განმავლობაში უნდა შექმნას ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების მწარმოებელი საწარმო და ამ მიზნით 175 000 ლარამდე თანხის ინვესტირება მოახდინოს.
    საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს GOLDEN GRAINS 2012 წლის 16 ნოემბერს არის რეგისტრირებული. საწარმოს პარტნიორები არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები მეჰმეთ ენჯინ ბილსენი (34 %) და ოქტაი ოზთურქი (33 %), ასევე საქართველოს მოქალაქე თათია თოფურია (33 %), რომელიც ყოფილი ჟურნალისტისა და პარლამენტარის, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ დამფუძნებლისა და ყოფილი თავმჯდომარის გიორგი თარგამაძის მეუღლეა. 

    კახეთის საინფორმაციო ცენტრი
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი