ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ილტანა აბულაძე: სიმწრით გადარჩენილ ბიჭს ნუ მოუკლავთ მის მშობლებს

    რა გადახდა წლების წინ ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს დათო ხარშილაძეს . kutaisitoday.com წლების წინ მომხდარი ფაქტით დაინტერესდა.
    ქუთაისში, ცხინვალის ქუჩაზე მცხოვრებ ქალბატონ, ილტანა აბულაძეს გავესაუბრეთ. მასალა ემოციური აღმოჩნდა ჩვენი რესპოდენტისთვისაც, მაგრამ მაინც ჩავწერეთ.
    წლების წინ ბავშვები, შვილო, გარეთ ისხდნენ, რა დროსაც უეცრად გარე განათების ბოძი მთლიანად მოტყდა და დათო დაეცა. უბედურება დატრიალდა, მთელი ქუთაისი, მთელი უბანი, ცნობილი ექიმები ფეხზე დადგნენ, თბილისში გადავიყვანეთ და ღმერთმა მისი თავი ყველას გვაჩუქა, არამარტო მის მშობლებს, არამედ ჩვენც. ნიჭიერი ბავშვი იყო, ჯერ კიდევ პატარამ საქართველოს ისტორია სულ ზეპირად იცოდა. თუ ვინმეს რაიმე გაუჭირდება ახლაც ყველას ეხმარება. იმ ტრაგედიას, რაც ყველამ, ამ ბინაში მაცხოვრებლებმა გადავიტანეთ, ისევ ნუ გადაგვატანინებთ, ღვთის ნაჩუქარი შვილი ისევ მის უბანს, მშობლებს დაუბრუნეთ! ვერ დავიჯერებ იმას, რასაც მას აბრალებენ. ჩვენ მზად ვართ ყველანი დავუდგეთ თავდებში. თქვენი შვილები ჩააყენეთ ასეთ სიტუაციაში, და ნახავთ, რა უბედურება გადაიტანა ამ ბიჭმა, ოჯახმა, სამეზობლომ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.
    შეკრებილი მოსახლეობის განცხადებით ისინი მიმართვას ხელისუფლების მისამართით რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ.
    წყარო: kutaisitoday.com

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    TOP.GE

    liveinternet.ru მთვლელი