მთავრობაში საკადრო ცვლილებებს ერი დიდი ხანიაელის. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაშისერიოზული დაპირისპირებაა, რაც, ერთი მხრივ, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებსუკავშირდება, მეორე მხრივ კი - პრემიერის შესაძლოცვლილებას. მედიასა და სახელისუფლებო კულუარებშიუკვე დასახელდა რამდენიმე გვარი, რომლებმაც, შესაძლოა, კვირიკაშვილი შეცვალოს. გავრცელებულიინფორმაციით, ამ თანამდებობაზე პრეტენზია კახაკალაძესაც გაუჩნდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ლადო სადღობელაშვილი "ახალ თაობასთან" შემდეგ კომენტარს აკეთებს:
"კახა კალაძეს რომ პრეტენზიები აქვს, ეს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვიცი. რაც შეეხებამის ოპოზიციაში გადასვლას, ეს გამორიცხულია. გარდა იმისა, რომ მას ოპოზიციონერობის თავი არააქვს, ამის გაკეთების უფლებას მის უკან მდგომი ხალხი არ მისცემს. საუბარია როგორც ჟვანიასგუნდის წევრებზე, ასევე ბიზნესმენ იაკობაშვილის ხალხზე. დღეს კალაძე, ფაქტობრივად, იაკობაშვილის ფულებს პატრონობს. მას სხვებთანაც აქვს ვალდებულებები, ამ ვალდებულებებისტყვეობაშია და ოპოზიციაში ვერ წავა.
მისი გაპრემიერება უფრო რეალურია, ვიდრე ოპოზიციაში გადასვლა. თუ ის მიზნის მისაღწევადულტიმატუმის ენაზე საუბრობს, არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც კარიერულწინსვლაში ხელს გიშლიან, გიჩნდება პროტესტის გრძნობა და ცდილობ, შენი ძალით გაიტანო.
მაღალი თანამდებობა კი უკავია, მაგრამ უფრო მაღალი ეკავა. ღარიბაშვილის დროს მას პირველივიცეპრემიერის პოსტი ეკავა. კვირიკაშვილმა ამ თანამდებობაზე ქუმსიშვილი დანიშნა. ამან კალაძეძალიან გააბრაზა და მისი მესმის. კაცი პარტიის გენერალური მდივანია და ჩვეულებრივივიცეპრემიერია მხოლოდ. კახა კალაძე შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაშოშმინდეს, თუ მასპრეზიდენტის ან თბილისის მერის პოსტზე წარადგენს „ოცნება“,- აცხადებს სადღობელაშვილი.