ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    "ბოტასების ქურდობიდან - mercedes W463-მდე" - ოთარ ფარცხალაძის ბიოგრაფია


    •  ეს ავტომობილი (mercedes benz G class W463) მერსედესის მოდელებს შორის ყველაზე ძვირი სერიის (მაიბახის შემდეგ) ოჯახიდანაა. 
    •  ავტომობილი არის მერსედესის სპეც ქვედანაყოფ "Guard-ის" მიერ ქარხნულად დაჯავშნული. ჯავშანის კლასი B7, რომელიც არამხოლოდ 7,62 კალიბრის ავტომატური იარაღიდან და სნაიპერული შაშხანა СВД-დან ნასროლი ტყვიის, არამედ РПГ-7-ის მოხვედრასაც უძლებს. 
    • ამ ავტომობილის მართვისთვის, რომლის წონაც მზიდი ჯავშან-კონსტრუქციის გამო, საგრძნობლად არის გაზრდილი (4400 კგ. ჯავშანის სისქე 8 მმ, დაჯავშნული მინების სისქე 50 მმ) მძღოლის სპეციალური მომზადებაა საჭირო. შესაბამისად, ფარცხალაძეს დაჯავშნულ ავტომობილთან ერთად, სპეციალურად მომზადებული (სავარაუდოდ, რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი) მძღოლიც ემსახურება.  
    • G კლასის თითქმის 2,5 ტონიანი ყველგანმავლები ისედაც საწვავის დიდი ხარჯით გამოირჩევიან და, სავარაუდოდ, მისი დაჯავშნული მოდელები 100 კმ-ზე 25-30 ლიტრზე ნაკლებ საწვავს არ მოიხმარენ. 
    • საექსპლუატაციო ხარჯების წარმოსადგენად შემიძლია მხოლოდ სამუხრუჭე ხუნდების ფასი დავწერო, რომელიც ჩვეულებრივ, დაუჯავშნავ მოდელებზე, დაახლოებით, 985 ლარს შეადგენს. 
    • ამ სიის გაგრძელება, ალბათ, უსასრულობამდე შეიძლება.
    • თან გაითვალისწინეთ, რომ ამ ყოველივეს, სახელმწიფო კერძო პირს გადასახადების გადამხდელების ხარჯზე აწვდის.

    რას საქმიანობდა ოთარ ფარცხალაძე და რა სკანდალებს უკავშირდება მისი სახელი


    საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომლის სახელსაც არა ერთი სკანდალი უკავშირდება, საზოგადოების ყურადღების ცენტრში, გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასთან დაპირისპირების გამო, კიდევ ერთხელ მოექცა. 

    ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა 2012 წლის 7 ნოემბერს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიკავა. პოსტის დაკავების შემდეგ, ოპონენტები მისი წარსულის შესახებ, მუდმივად ახალ დეტალებს იხსენებდნენ. 

    მათ შორის ერთ-ერთი ფარცხალაძის განათლება იყო, რომელიც პროკურატურას ვებგვერდზე განთავსებულ მის რეზიუმეში ჰქონდა მითითებული. 2014 წლის 28 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ფარცხალაძე 1976 წლის 18 ივნისს დაიბადა. თუმცა, 2013 წელს, მთავარმა პროკურატურამ ვებგვერდზე ფარცხალაძის მეორე СV განათავსა, რომელშიც მისი დაბადების თარიღი 1971 წელია. მედიასაშუალებების ინფორმაციით, მიზეზი საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები გახდა, რომელიც ფარცხალაძის СV-ში მითითებულ უნივერსიტეტის დამთავრების თარიღს, 1995 წელს უკავშირდებოდა. თარიღის მიხედვით, 1976 წელს დაბადებულმა ოთარ ფარცხალაძემ, საქართველოს ჰუმანიტარული უნივერსიტეტი 19 წლის ასაკში, 1995 წელს დაამთავრა, რაც არარეალურად ჟღერს.


    აღნიშნულს პროკურატურის პრეს-სამსახური, თემურ დოლიძე კი იმით ხსნიდა, რომ ოთარ ფარცხალაძემ 6 წლის ასაკში წერა-კითხვა უკვე იცოდა, შესაბამისად, სკოლაში სწავლა არა პირველი არამედ, მეორე კლასიდან დააწყებინეს. 


    მიუხედავად, პროკურატურის ვებ-გვერდზე შეცვლილი დაბადების თარიღისა, Declaration.ge იუწყება, რომ ოთარ ფარცხალაძე სწორედ 1976 წელს, თბილისში დაიბადა. მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე ყოფილი პროკურორის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია განთავსებული აღარ არის

    ოთარ ფარცხალაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, განაცხადა, რომ ფარცხალაძის დავალებით, ის საკნიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ფინანსური საქმიანობის შესახებ ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ.   


    ფაქტს თავად ფარცხალაძე უარყოფდა, თუმცა 2016 წლის 14 ივნისს მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება 2017 წლის 22 თებერვალს, პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზევე შეწყდა, რის მიზეზადაც ყოფილი პრემიერის მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტის არ დადასტურება დასახელდა.


    მომდევნო სკანდალი ფარცხალაძის წარსულ საქმიანობას უკავშირდება. მედიის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე 2008 წლამდე "შინაგან საქმეთა სამინისტროში", სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, გარდა ამისა, ის საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრიც იყო. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ ოთარ ფარცხალაძე 2001 წლის 16 იანვარს აუსბურგის სასამართლოს მიერ, გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვისაა ნასამართლევი და ის გერმანიაში ბოტასის ქურდობის გამო გასამართლდა.

    აღნიშნული სკანდალების შემდეგ, 2013 წლის 30 დეკემბერს, ოთარ ფარცხალაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა, რის შემდეგაც აღნიშნულ თანამდებობაზე, 2014 წელს, საქართველოს პრემიერ-მინიტრმა, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით გიორგი ბადაშვილი დანიშნა. მიუხედავად თანამდებობის დატოვებისა, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ახალ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, ოთარ ფარცხალაძე მართავდა და მთავარი საგამოძიებო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებაში, გადამწყვეტ როლს ასრულებდა.


    ოპოზიცია ყოფილი პროკურორის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას 2017 წელსაც ავრცელებს. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე, ხელისუფლებასა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის არსებულ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს.
    მან არჩევანის ეთერში ექსკლუზიური დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომელზეც ასახულია მიწის გადაცემა სახელმწიფოს მხრიდან ფარცხალაძისთვის.
    მან აღნიშნა, რომ ამ „მაფიოზურ სქემაში“ ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც, მონაწილეობდა, რადგან საჯარო რეესტრიდან ამოღებულ დოკუმენტაციაზე მისი ხელმოწერა ფიქსირდება.
    ირაკლი ნადირაძის თქმით, 2015 წლის 25 აგვისტოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს ღარიბაშვილი, ფარცხალაძის კომპანიას თბილისში გადაეცა 62 ათას 800 კვადრატული მიწა 200 ათას ლარად. ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, რომ ფარცხალაძეს სახელმწიფომ საინვესტიციო პირობებით გადასცა მიწის ნაკვეთი, თუმცა ყოფილ მთავრ პროკურორს მოთხოვნები არ დაუკმაყოფილებია და ერთ წელში ისევ უკან სახელმწიფოს მიყიდა.
    მისი თქმით, ეს მიწა ფარცხალაძისგან შეიძინა უკან იყიდა სახლელმწიფომ, საპარტნიორო ფონდის მიერ დაფუძნებულმა სააქციო საზოგადოებამ 1 200 000 ლარად.
    ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ფარცხალაძის კომპანიას მერიამ ესტაკადის მშენებლობის გამო მიწა ნუცუბიძეზე გადაუცვალა. მან აღნიშნა, რომ ეს კომპანია გაცილებით დიდი ოდენობის მიწის მიღებას ითხოვდა წლბის განმავლობაში, თუმცა, მისი თქმით, ამ კომპანიისთვის მიწის გადაცვლა მას შემდეგ მოხერხდა, რაც ფარცხალაძის გახდა ეს კომპანია. ირაკლი ნადირაძის თქმით, ფარცხალაძის კომპანიამ მომიჯნავე მიწაც შეიძინა. 


    სკანდალურ ინფორმაციას, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძეც ავრცელებს, ამის შესახებ მან კადრებიც გაასაჯაროვა, ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტურქტურების კერძო ავტომობილები ემსახურება, რომლებიც ფინანსური პოლიციის საკუთრებაშია, თუმცა საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.


    ფარცხალაძესთან დაკავშირებით, დღეისთვის ყველაზე აქტუალური, მისი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას დაპირისპირებაა, რომლის შედეგადაც გენერალურ აუდიტორს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ლაშა თორდიას განმარტებით, ის ფარცხალაძესა და მერიას შორის არსებული კორუფციული გარიგებებით დაინტერესდა, რასაც ყოფილი პროკურორის მხრიდან აგრესია მოჰყვა. თორდია აცხადებს, რომ ფარცხალაძე შემთხვევის დროს, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

    რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის ქონებას, ბოლო რამდენიმე დღეა, საზოგადოებაში ეს საკითხიც აქტუალური გახდა. Reginfo-ს ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძემ 2015-2016 წლებში, შეიძინა თბილისში მდებარე 3 ბინა და 4 კომერციული ფართ, ასევე ბინა ქალაქ ბათუმში, 2 ბინა ბაკურიანში და ტაბახმელაში, სოფელ წავკისში მდებარე მიწის 4 ნაკვეთი.

    საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის 29 ივნისს, ოთარ ფარცხალაძემ უძრავი ქონების კომპანია შპს "ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის" 100%-იანი წილიც შეისყიდა. შეძენილი ქონების საერთო ღირებულება კი 1 130 000$-ს შეადგენს. ამასთანავე, სააგენტო გავრცელებულ ინფორმაციას ფარცხალაძის მიერ დეველოპერული კომპანიის შეძენის თაობაზე "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო ინფორმაციის ეროვნული სააგენტოდან" გამოთხოვილი დოკუმენტის გასაჯაროებით ადასტურებს.


    რაც შეეხება მისი ქონების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას, 2014 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძე და მისი მეუღლე თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე, 150 კვ.მ ფართობის ბინასა და მგალობლიშვილის ქუჩაზე მდებარე 76,28 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს ფლობდნენ.


    ამავე პერიოდში ოთარ ფარცხალაძის საკუთრებაში მსუბუქი ავტომანქანა, 1994 წელს გამოშვებული Toyota 4-runner-ი იყო.  გარდა ამისა, 2014 წელს ოთარ ფარცხალაძეს სესხებიც ჰქონდა: "პროგრეს ბანკი" 1000 000$-ს ოდენობით, რომელიც უძრავი ქონების შეძენის მიზნით გამოიტან და ასევე სახელფასო კრედიტი "ლიბერთი ბანკში" 26 350 ლარის ოდენობით.

    აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით სამთავრობო გუნდში აზრთასხვადასხვაა, პრემიერი კვირიკაშვილი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს, ნაცემ თორდიას კი მიაჩნია, რომ სამართალდამცავები საქმეზე სიმართლის დადგენით დაინტერესებულები არ არიან.

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი