ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ეკა ბესელია: სტრასბურგის სასამართლო ეროვნულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის

    მმართველი გუნდი ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ „კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება, სადაც ის ამბობს, რომ „რამდენადაც მტკივნეულიც არ უნდა იყოს, უზენაესი სასამრთლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა". თუმცა, იქვე დასძენს, რომ სტრასბურგის საბოლოო გადაწყვეტილებამდე ხელისუფლება აღსრულებას არ გეგმავს.

    პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს უზენაესი სასამართლოს მიერ "რუსთავი2"-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა არ შეუძლია.

    „სტრასბურგის ადამიანის ევროპული სასამართლო არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო თავის თავს ასე უწოდებს, რომ ის არ ახდენს რევიზიას და არ ცვლის ეროვნულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, ამიტომ ნუ შევიყვანთ შეცდომაში ნურავის, ნურც საკუთარ თავს და ნურც საზოგადოებას. სტრასბურგის სასამართლო მხოლოდ კონვენციის მუხლებს დაცვის კუთხით სწავლობს განაცხადებს, თორემ ის ეროვნულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. შეჩერება ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელსაც იყენებს სასამართლო დროებით, მაგრამ დროებით ღონისძიების გამოყენება არ ნიშნავს მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლას",-განაცხადა ეკა ბესელიამ.


    წყარო : wyaro

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი