ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სასწრაფოდ! მათი არ მეშინია, თუნდაც მომკლან – დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძის სკანდალური ინტერვიუ

    სასწრაფოდ! მათი არ მეშინია, თუნდაც მომკლან – დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძის სკანდალური ინტერვიუ
    წმინდა იოანე მხედრის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გრიგოლ (გოგიჩაიძე) ჟურნალ “თბილისელებთან” სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. დეკანოზის თქმით, ყოფილი სპეცრაზმელები ძმები თოდუები და სოსო ოხანაშვილი უბრალო შესამოსელით შევიდნენ ეკლესიაში , მაგრამ ნაციონალების მმართველობის დროს აღზევდნენ და ახლა უკვე საპატრიარქოს აშანტაჟებენ. “ახლა რომ ოხანაშვილმა პრესკონფერენცია დაგეგმა და დააანონსა , ისეთ რამეებს ვიტყვი ვითომ ყირაზე დავაყენებ ყველაფერსო, რა აქვს სათქმელი? გარდა იმის რომ თვითონ მოაწყო ყველაფერი და ახლა ამით პატრიარქს და საპატრიარქოს აშანტაჟებს. არასოდეს დამავიწყდება როგორ დაუმტვრია თავ -პირი და სისხლი ადინა სამებაში მსახურების დროს სოსო ოხანაშვილმა ერთ გაჭირვებულ ბიჭს, სტიქაროსან სოლომონს, მხოლოდ იმის გამო რომ ეს ბიჭი პატრიარქს მის დაუკითხავად მიეახლა. ხელზე ეამბორა და დალოცვა სთხოვა. ეგ კაცი არის საშინელი პიროვნება, მაგის შიშით ირგვლივ ვერავინ სუნთქავდა და ძალიან მიკვირის ასეთ პიროვნებად როგორ ჩამოყალიბდა ადამიანი, რომელიც ერთ დროს საპატრიარქოში “ცხვრის ქურქით” მოვიდა. შემდეგ პატრიარქის ძმის შვილიშვილზე იქორწინა და მოგვიანებით პატრიარქის პირადი დაცვის უფროსობასთან ერთად, ბაჩო ახალაიას მრჩეველი გახდა. ამ თანამდებობას მის დაპატიმრებამდე ინარჩუნებდა და ხელფასი 2000 ლარი ჰქონდა. და ასე ნელ-ნელა სითავხედის ყველა რეკორდი მოხსნა. მამა მიქაელ ბოტკოველისა და ოხანაშვილის გარეშე მეუფე არ ინიშნებოდა” მისივე თქმით, სტიქაროსანი, რომელიც ოხანაშვილმა მხოლოდ იმის გამო დაასისხლიანა, რომ მის დაუკითხავად პატრიარქს მიუახლოვდა, თვითონ მივიდა პატრიარქთან და უთხრა ყველაფერი. “სოლომონი თვითონ მივიდა პატრიარქთან და უთხრა სოსომ რაც დამართა, ბიჭს სახიდან სისხლი სდიოდა. უწმინდესმა მაშინვე გამოაგდო საკურთხევლიდან ოხანაშვილი. მე შორიდან შევამჩნიე , მივედი მასთან და ვუთხარი გარეწარი ხარ-მეთქი, რა თქმა უნდა ჩემკენაც გამოიწია, ჩემამდე სტიქაროსნებმა არ მოუშვეს, თორემ მზად იყო ჩემთვის იარაღიც დაეხალა, თუ ეს დასჭირდებოდა, ეს ადამიანი ძალიან საშიში პიროვნებაა. ეკლესიაში გავიზარდე, 1989 წლიდან პატრიარქთან ვიზრდებოდი, ბევრი ურწმუნო მინახავს, ბევრი მორწმუნე, ბევრი სპეცნაზელი, მხედრიონელი, გვარდიელი, მაგრამ ასეთი რამ არავის გაუბედავს. ახლა რომ საუბრობს ოხანაშვილი, პატრიარქი მოწამლესო, მას დიდი ხანია ასეთი საქციელებით წამლავენ. თვთონ წამლავენ! მიუხედავად იმის რომ ვიცი დღესაც დიდ ძალას წარმოადგენენ, მათი არ მეშინია, თუმცად მომკლან “- აცხადებს დეკანოზი გრიგოლი. წყარო: Mediamall.ge მოამზადა ანიკა ავალიანმა

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი