ჟურნალისტი ეკა სამხარაძე მაია ასათიანს მიმართავს.
„ვცდილობდი, ამ თემაზე დღემდე არ დამეწერა... ძალიან მძიმეა, აუტანლად მძიმე და თან უსამართლო. ვერც ახსნას შევძლებ, ვერც აღვწერ და გადმოვცემ შეგრძნებებს, ამ ფაქტის გაგების შემდეგ რომ დამეუფლა. ცრემლები თავისით იწყებენ დენას, მარტო ერთი კითხვა მიტრიალებს თავში: რატომ? და კიდევ: რა ეშველება უბედურ დედას?
ჯინაზე, საოცრად თბილი და მზიანი დღე იყო დღეს... თითქოს ბუნებას არც კი ადარდებს ადამიანის სევდა და დარდი. დღეს კიდევ ერთხელ ვიგრძენი, სამყაროში რა პატარა ვარ და თან უსუსურიც.
მაიკო ასათიანმა დღეს ერთადერთი შვილი გაუშვა სამუდამოდ... ღმერთთან, ანგელოზებთან, ცაში, საიქიოში თუ სამოთხეში.
მე ნუცას არ ვიცნობდი...
მაიკოს ტკივილი კი მთელი ორგანიზმით ვიგრძენი. სულში დამრჩა საშინელი სიმძიმე. ამ დღეებში ყველაზე ცხადად მივხვდი, რა ძნელია ჩემთვის მძიმე განაჩენთან შეგუება. ვერ ვიღებ, თითქოს მთელი სხეულით ვაპროტესტებ, ვეწინააღმდეგები, არ მინდა დავიჯერო და მანადგურებს განცდა, რომ არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება, უკვე აღარაფერს ეშველება. ბოლო წუთამდე არ მჯეროდა, რომ ყველაზე უარესი შედეგი დადგებოდა...“- წერს სამხარაძე.
წყარო