ხალვაშის თქმით, ის ცდილობს, კანონის ფარგლებში განახორციელოს ყველა ქმედება და მოიქცევა ისე, როგორიც კანონი იტყვის.
„გადაწყვეტილება მიღებულია (უზენაესი სასამართლოს მიერ), მე გავიმარჯვე და „რუსთავი 2" მოკუთვნებულია ჩემზე. თუ კანონმა საშუალება არ მომცა, შეიძლება, კომპანიაში ვიყო სტუმრის სტატუსით, მე რა ვიცი. ძალით ხომ ვერ დავიპყრობ იქაურობას?" - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება გაურკვეველი ვადით გააგრძელა.